დამეხმარეთ ბუნებასთან…

Standard

ვიფიქრე პოსტს ხვალ დავწერდი, როცა გათენდებოდა – უსაფრთხოების მიზნით, მაგრამ ამაღამ უფრო გულახდილი გამომივა, ვგონებ…

ოთახებში დიდი ხნის ბორიალის შემდეგ, გადავწყვიტე დავწოლილიყავი. ეს უკანასკნელი კი არც ისე კომფორტულია ჩემთვის – ვწვები გაშეშებული, გულხელდაკრეფილი და ჰაერს მიყურადებული. თავიდან ფეხებამდე საზაფხულო საბანში გახვეული, ჩანს მხოლოდ ცხვირი და ფართოდ გახელილი თვალები, ძილამდე როგორ მივდივარ, თვითონაც არ მესმის ხოლმე.. საქმე იმაშია, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად დგება ჩემთვის კოშმარული წამები, წუთები, საათები, თვეები მანამ, სანამ საძაგელი არსებები ზამთარში არ გაიყინებიან და რამდენიმე ღამე მაინც შევძლებ ნორმალურად ძილს. სიმართლე გითხრათ, არამგონია რაიმეს ფობია მქონდეს, მხოლოდ ლიფტში ყოფნის მეშინია, ისიც კი არ მეშინია, ჰაერი მეკვრება და მგონია საცაა ჩავვარდები, თუ კარი ოდნავ მალე ან გვიან დაიკეტა, საშინელი პანიკა მეწყება და არაფრად ვაგდებ გვერდზე მდგომის უხერხულობაში ჩავარდნას, თუმცა ეს პოსტი ლიფტებს ნაკლებად ეხება.

რამდენიმე წუთის წინ, ფეისბუქზე შეშინებული ვითხოვდი შველას, რამენაირად გავთავისუფლებულიყავი ყველანაირი მფრინავი, მცოცავი თუ მღოღავი არსების შიშ-ზიზღისაგან. დემბომ მირჩია გამეკეთებინა ის, რაც ასე ძალიან მაძრწუნებს, მაგრამ არც ისე ადვილია ბალიშზე დაბრძანებული უზარმაზარი ობობის ჩახუტება!

მე მართლა მაწუხებს, რომ არასდროს ვყოფილვარ ღია ბუნებაში, Continue reading

Advertisements