დამეხმარეთ ბუნებასთან…

Standard

ვიფიქრე პოსტს ხვალ დავწერდი, როცა გათენდებოდა – უსაფრთხოების მიზნით, მაგრამ ამაღამ უფრო გულახდილი გამომივა, ვგონებ…

ოთახებში დიდი ხნის ბორიალის შემდეგ, გადავწყვიტე დავწოლილიყავი. ეს უკანასკნელი კი არც ისე კომფორტულია ჩემთვის – ვწვები გაშეშებული, გულხელდაკრეფილი და ჰაერს მიყურადებული. თავიდან ფეხებამდე საზაფხულო საბანში გახვეული, ჩანს მხოლოდ ცხვირი და ფართოდ გახელილი თვალები, ძილამდე როგორ მივდივარ, თვითონაც არ მესმის ხოლმე.. საქმე იმაშია, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად დგება ჩემთვის კოშმარული წამები, წუთები, საათები, თვეები მანამ, სანამ საძაგელი არსებები ზამთარში არ გაიყინებიან და რამდენიმე ღამე მაინც შევძლებ ნორმალურად ძილს. სიმართლე გითხრათ, არამგონია რაიმეს ფობია მქონდეს, მხოლოდ ლიფტში ყოფნის მეშინია, ისიც კი არ მეშინია, ჰაერი მეკვრება და მგონია საცაა ჩავვარდები, თუ კარი ოდნავ მალე ან გვიან დაიკეტა, საშინელი პანიკა მეწყება და არაფრად ვაგდებ გვერდზე მდგომის უხერხულობაში ჩავარდნას, თუმცა ეს პოსტი ლიფტებს ნაკლებად ეხება.

რამდენიმე წუთის წინ, ფეისბუქზე შეშინებული ვითხოვდი შველას, რამენაირად გავთავისუფლებულიყავი ყველანაირი მფრინავი, მცოცავი თუ მღოღავი არსების შიშ-ზიზღისაგან. დემბომ მირჩია გამეკეთებინა ის, რაც ასე ძალიან მაძრწუნებს, მაგრამ არც ისე ადვილია ბალიშზე დაბრძანებული უზარმაზარი ობობის ჩახუტება!

მე მართლა მაწუხებს, რომ არასდროს ვყოფილვარ ღია ბუნებაში, არასდროს მითამაშია მინდორში, არ ავსულვარ ხეზე, არ გამივლია ფეხშიშველს გარეთ, ვერასდროს ვტკბები ყვავილებით – იქ ხომ პატარ-პატარა მფრინავი არსებები ბუდობენ! ყოველთვის ვოცნებობდი, ბალახებში თავისუფლად წამოვგორებულიყავი და მეფიქრა მხოლოდ სიმშვიდეზე… ალბათ თქვენთვის სასაცილო ვარ ახლა, მაგრამ ამ პატარა დეტალებსაც კი შეუძლიათ ცხოვრება საკმაოდ გაართულონ… რამდენიმე მეტრში რომ მწერს დავინახავ, რამდენიმე საათი მთელი სხეული მეფხანება – მგონია ზედ დამდიან, ვერ ვიძინებ, ჭიქას თუ თეფშს მილიონჯერ ვრეცხავ გამოყენებამდე, მთელს ოთახებში დუსტი და მსგავსი საზიზღრობები მაქვს მოყრილი, ღამ-ღამობით პატარა ნათურას ანთებულს ვტოვებ.. მართლა შეუძლებელია უფრო დეტალურად და რეალურად აღვწერო ის ტანჯვა, რასაც მე განვიცდი წელიწადის ამ (ხანდახან არამარტო) დროს.

თუ ვინმე წაიკითხავს ამ პოსტს ან სურვილი გაუჩნდება რაიმეთი დამეხმაროს, გთხოვთ, მითხარით როგორ შეიძლება ნორმალური ცხოვრება ვისწავლო და არ გავამწარო ჩემი ისტერიკებით საყვარელი ადამიანები? მე მართა მინდა მიყვარდეს ბუნება ისეთი, როგორიც ის არის, არც ერთი ცოცხალი არსების საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ რა ვქნა და თავს როგორ მოვერიო, არ ვიცი. მხოლოდ ის მესმის, რომ ყველაფრის მეშინია, ყველაფერზე ვწუწუნებ, ვერაფერს ვიტან… ალბათ ასეცაა, მაგრამ რატომ არავინ მეხმარება ცხოვრების გამარტივებაში, აქაც ხომ ფული არაა მთავარი?!

ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ რამე, მე მართლა მიყვარს სამყარო, მხოლოდ რამდენიმე ნაწილს ვერ ვეგუები მისას….

Advertisements

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s