17 მაისი

Standard

against homophobiaრამდენიმე თვეა პოსტი არ დამიწერია, ალბათ მოუცლელობის ბრალია, მაგრამ არ შემეძლო არაფერი მეთქვა ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე. მე მყავს ბევრი მეგობარი, რომელიც ხვალ აპირებს შეუერთდეს იმ ხალხს, რომლებიც რომ დავფიქრდეთ არავის არაფერს უშავებენ. არგუმენტად ეკლესიას და სიბნელეს ის მოჰყავს, რომ ღმერთს ისინი არ შეუქმნია, რომ ბავშვებს აჩვენებენ საშინელებებს და ა.შ. ერთ-ერთი მეგობრის სტატუსის ქვეშ კი საოცარი კომენტარები წავიკითხე: თქვენ საერთოდ ეკლესიაში ნამყოფები თუ ხართ, ისინი უნდა გაწყდნენ, ნუ მეხებიან, ნუ მაჩვენებენ საკუთარ გარყვნილებას…. ბოდიში, მაგრამ 2 გოგოს კოცნას კარგად და სიამოვნებით რომ იღებთ, ეს რა, არ არის არატრადიციული ორიენტაცია?

რა იქნება, ოდესმე ღიპიანმა ქართულმა საზოგადოებამ შეიგნოს,  რომ ჩემი ცხოვრება ეს მხოლოდ ჩემი ცხოვრებაა და არავინ უნდა აფათუროს ხელები. ეს არის უბრალოდ გამოსვლა, რომ მათ თქვან – ჩვენ ვარსებობთ! და არაა აუცილებელი ძალადობით უპასუხოს საზოგადოების “ტრადიციულმა” ნაწილმა.

ნუ გგონიათ, რომ საქართველოში არასდროს არსებობდნენ ჰომოსექსუალები, რუკაზე ეს ნაგლეჯიც მსოფლიოს შემადგენელი ნაწილია, მიუხედავად მისი განვითარებისა. ვერც ხვალინდელი აქცია/გამოსვლა/აღლუმი/დემონსტრაცია (რაც გინდათ დაარქვით) ვერ გაანათებს იმ გაუნათლებლების ბნელ გონებას, რომლებიც ხალხს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსვლას მოუწოდებს “ამ დამპალი პიდარასტების საცემად”.

ეკლესია, რელიგია, ქრისტიანობა, რწმენა… დავიჯერო მართლა ნორმალური სასულიერო პირები არ არსებობენ, რომლებმაც იციან, რომ ეს ადმაიანები არაფერს აშავებენ?  სულაც არ მომწონს ახლახანს შეცვლილი მთავრობა, ვერაფერს ვხედავ გაკეთებულს და დაპირებულს, მაგრამ მათი მხრიდან რომ მშვიდობიანი განცხადებები კეთდება, მგონი ეს უკვე დიდი ნაბიჯია, ბოლოს და ბოლოს, ვიღაც მიკროფონთან ალაპარაკდა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება. ხალხი ბრბოა, იქნებ თავიანთი მოწონებული მთავრობის აზრებიც მოიწონონ. ე.წ. უფლებადამცველები, პლასტმასის სასტვენებით რომ დარბიან და მხოლოდ იგინებიან, საინტერესოა ვის უფლებებს იცავენ, საკუთარი გაურკვეველი ზნეობის, თუ საზოგადოების?

არატრადიციული ორიენტაციის (და არა ამრტო) ადამიანები ოდითგანვე არსებობდნენ, ზოგი ჩრდილში, ზოგი საზოგადოების სამსახურში, ეს არ არის არც ავადმყოფობა არც გარყვნილება, ეს არის ადამიანის არჩევანი იცხოვროს ისე, როგორც მას უნდა, გამოხატოს ის რაც მას უნდა (ზომიერების ფარგლებში). მოდი, მივცეთ შანსი, რომ გვითხრან სათქმელი და მვუსმინოთ, იქნებ ჩვენც ვეთანხმებით, რომ ძალადობა არასდროსაა გამოსავალი.

Advertisements

One thought on “17 მაისი

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s