ნაკურთხი ძალადობა ანუ მაგინე, მამაო

Standard

923352_373687602741554_230519163_nმართლმადი-დებილები! ნეტა მე როგორ ვერ მოვიფიქრე. კიდე ვინმე გაბედავს და მკითხავს რატომ არ დავდივარ ეკლესიაში? ან ვინმე მორიგი იდიოტი მოვა და მკითხავს რა სარწმუნოების ვარ მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ გავაზიარებ იმ უაღრესად თბილ ვიდეოს, სადაც რომელიღაც გაურკვეველი წარმომავლობის არსება (მღვდელს რომ ეძახიან) დედის გინებით და მუქარით მისდევს ხალხს? ბნელი ბრბო ხართ! მე ძალიან მრცხვენია, რომ მამა ელიზბარმა წესი აუგო იმ ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს, მე მრცხვენია, რომ მას მოწიწებით ველაპარაკებოდი ჩემი სახლის კარებთან და მრცხვენია, რომ ოდესღაც მამა დავითს აღსარებასაც კი ვაბარებდი (თუმცა როცა ყველაზე მეტად მინდოდა დახმარება გამომაგდო ამ უკანასკნელმა).

“მე ვაპროტესტებ პიდარასტების აღლუმს!” – მე კიდევ ვაპროტესტებ ძველი ბიჭების, ეკლესიას თავშეფარებული ბოროტმოქმედების საზოგადოებაში (?) არსებობას! ანაღვლებთ მათ ჩემი აზრი? ასევე გვკიდია მათი ჯვრები, ჭინჭრები, სკამები, უზარმაზარი ოქროს ჯვრები – ალბათ უკედ თავში ჩასარტყმელად. მაგრამ მაინც, ცოტათი მიხარია, დღეს რაც მოხდა. მიხარია იმიტომ, რომ უფრო დავრწმუნდი მე არ ვცდებოდი. მე და კიდევ ათასი ჩემნაირი, ვინც ფიქრობს, რომ გაუნათლებელმა, უწიგნურმა, კაბიანმა და წვერებიანმა კაცებმა წალეკეს დღეს ის ადგილი, “სადაც 1989 წელს თანამემამულენი დაიღუპნენ”.

ჩვენო კარგო, ახლადგამომცხვარო პოლიტიკოსებო, ფსევდო უფლებადამცველებო, დეგენერატო ბრბოვ! – რა მიიღეთ დღევანდელი დღის შემდეგ?  არ ვცდებოდი, ვთქვი და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი რომ მძულხართ! მე სიამოვნებით წავიდოდი აქციაზე სიძულვილის წინააღმდეგ, მაგრამ გამოჩნდით თქვენ და მომეცით იმაზე მეტი სიძულვილი და ზიზღი, იმაზე მეტი აგრესია, ვიდრე შემეძლო მთელი ცხოვრების განმავლობაში მენახა და გამეგონა. მე მიხარია, რომ საბოლოოდ მივედი იმ დასკვნამდე – აღარასდროს შევალ ეკლესიაში, აღარასდროს ზედაც კი არ შევაფურთხებ იმ კრიმინალებს, მამაოებს რომ უწოდებენ თავს, ერთ სანთელსაც კი არ ვიყიდი იმის გამო, რომ თქვენ უკეთესი მანქანებით არ იაროთ და კიდევ ერთხელ – მე თქვენ მეზიზღებით! იმიტომ მეზიზღებით, რომ ბავშვობაში მიღებული ცოდნა, რწმენა, ილუზიები ყოველ დღე მენგრევა, იმიტომ მეზიზღებით, რომ მატყუებთ, გამუდმებით მეუბნებით, თუ როგორი ცოდვილი ვარ მე, რომელიც გაბრაზებისას უშვერ სიტყვებს ვისვრი, როგორი საზიზღარი და მოსაკლავია ჩემი მეგობარი, რომელიც აქციის მონაწილეა და როგორ არ დაგენანებათ ადამიანის სიცოცხლე თქვენი გულის ამრევი და გაურკვეველი პრინციპის სანაცვლოდ.

ჰომოსექსუალები არ არიან დამნაშავენი, ისინი არ არიან ავადმყოფები და ხშირ შემთხვევაში არც გარყვნილები. შეიძლება ზოგიერთი მათგანი იყოს კიდეც ფეხის ხმას აყოლილი, შეიძლება რაიმეს აშავებდნენ თავიანთ წრეში, მაგრამ თქვენ ვინ ხართ, რომ ესროლოთ ქვები, სკამები, ჯვრები! ბევრჯერ დაისვა კითხვა რატომ არაფერი გააკეთა პოლიციამ. ჩვეულებრივ მოქალაქეებს ალბათ ცემით მოკლავდნენ, ერთ გაჩხინკულ გოგოს ყვირილისთვის ათი მუტრუკი ჩააგდებდა საპატრულო მანქანაში და განყოფილებაში ცემა-ტყეპით წაიყვანდა, მაგრამ ესენი ხომ მღვდლები არიან, ესენი ხომ საზოგადოების თავკაცები არიან!

როგორ შეგიძლიათ,მის შემდეგ საერთოდ გაიხედოთ ჯვრიანი შენობისკენ (თუმცა ამ შემთხვევაში ის არც არაფერს აშავებს), როგორ შეგიძლიათ თავი დაუხაროთ წვერებიან ალბათ ყოფილ კრიმინალს და თვალების ფახუნით უთხრათ: “დამლოცეთ, მამაო” და მერე ალბათ თქვენი გაქონილი, ოღრაშული ტუჩებით ჩვენივე ფულით ნაყიდ უზარმაზარ ოქროს ბეჭედს ემთხვევით მის კოტიტა თითებზე მადლიერების გამოსახატად. საცოდავო, ბნელო ბრბოვ! როგორ ამაყობ, მხოლოდ ძალადობისთვის რომ ხარ შექმნილი. არ გაგაჩნიათ არანაირი მორალი, არ გაგაჩნიათ ზნეობა, ადამიანობა, თქვენ სარწმუნოებაც კი არ გაქვთ. რომ მესაუბრებით სოდომ-გომორზე, რომელი თქვენგანი იყო იქ! ეს ისტორიაა, ასეთი მოძალადე მღვდლების მიერ საუკუნეების განმავლობაში დაწერილი – მე ასე მჯერა.

“9 აპრილს გმირები დავკარგეთ, გარყვნილებას ვეწინააღმდეგებით” სამაგიეროდ იმ ძალადობას თესავთ, რის გამოც ეს “გმირები” დაიღუპნენ, ამჯერად საკუთარი ხელით მარხავთ საქართველოს. ყოველთვის ვიბუქსავებთ, არასდროს წინ არ წავალთ, სანამ მოძალადე შავებს ერთპიროვნული მმართველობა ექნებათ ხალხში.

გმადლობ, ეკლესიავ, გმადლობ, სარწმუნოებავ, სასულიერო პირებო, მრევლო… გმადლობ, რომ მაიძულეთ იმაზე მეტი სიძულვილი შევძლო, ვიდრე იმსახურებთ და იმაზე მეტად მინდოდეს თქვენი გაქრობა, ვიდრე თქვენ გინდოდათ დღეს.

მაგინე, მამაო!

Advertisements

One thought on “ნაკურთხი ძალადობა ანუ მაგინე, მამაო

  1. ზურა

    თვალების ფახუნით უთხრათ: “დამლოცეთ, მამაო” მომეწონა :)
    ესეც ძალიან ძლიერი სიტყვებია: “როგორ ამაყობ, მხოლოდ ძალადობისთვის რომ ხარ შექმნილი. არ გაგაჩნიათ არანაირი მორალი, არ გაგაჩნიათ ზნეობა, ადამიანობა, თქვენ სარწმუნოებაც კი არ გაქვთ.”

    რაც შეეხება სოდომი და გომორას, ეს ძალიან არაადეკვატური გამართლება მოყავთ ბიბლიიდან ძალადობის გასამართლებლად.

    აი რატომ:
    1. იქ არ წერია რომ მღვდლები ცვიოდნენ ციდან სკამებით და ჭინჭრებით, იქ წერია რომ “ცეცხლი აწვიმა” ციდან ღმერთმა.
    2. იესოს არ დაუვალებია ქრისტიანებისთვის გამოავლინათ “ცოდვილები” და დაესაჯათ.
    3. სოდომსა და გომორაში არა მარტო ჰომოსექსუალიზმის გამო მოხდა ეგ განადგურება არამედ სხვა ცოდვების გამოც, მათ შორის ისეთისაც რომლებსაც იდენენ მაგ ე.წ. “მორწმუნეების” უმრავლესობა და ერთმანეთს არ არბევენ რატომღაც? :)
    4. ღმერთმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამოუტანა განაჩენი სოდომ-გომორას რომ ძალიან დიდ ხანს იდენდნენ ამაზრზენ ცოდვებს, იმდენხანს და ისე ამაზრზენად რომ მათი გამოსწორება მორალის თვალსწაზრისით შეუძლებელი გახდა.

    იმდენად გაიხრწნენ რომ ლოტთან სტუმრად მისული კაცების გაუპატიურება გადაწყვიტეს და სახლში მიუვარდნენ ლოტს ანუ ისე გამოდის რომ ქალაქში უცხო კაცს თუ ქალს არ გაატარებნენ ხელუხლებელს… ცოტა სასაცილოც არის მაგრამ რეალურად ძალიან სამწუხაროც.

    შესაბამისად დაკსვა ასეთია: ღმერთი თვითონ გადაწყვეტს ვინ, როდის და როგორ დასაჯოს თუ არ დასაჯოს(მითუმეტეს ფიზიკურად!) ეს ვითომ ღმერთთან შუამავალი მღვდლების საქმე არ არის, და არც ვითომ მორწმუნე მრევლის.

    მიუხედავად იმისა რომ მეც ცოდვად ვთვლი ჰომოსექსუალიზმს(ბიბლიიდან გამომდინარე), ეს არ მაძლევს უფლებას ზემოდან ვუყურო მათ და ვიფიქრო რომ ისინი ჩემზე “ცუდი” ადამიანები არიან!
    ეს ჩემი საქმე არ არის, მე შეიძლება ადამიანს ვაჩვენო რა წერია ამა თუ იმ საკითხზე ბიბლიაში და მე როგორ მესმის ეს გავუზიარო, ასევე მისი აზრიც მოვისმინო და არამც და არამც ჩემი აზრი მისსაზე მაღლა დავაყენო და მერე ამის გამო ვაგინო ან ვცემო :))) ესეც ძალიან სასაცილოა სამწუხარო რომ არ იყოს…
    და ეს არ არის ქრისტიანობა!

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s