30 დღე ქორწილამდე

გვერდი

გამარჯობა კიდევ ერთხელ : )

გადავწყვიტე ჩემს ერთობ პასიურ ბლოგზე შემოგთავაზოთ ახალი კატეგორია – “30 დღე ქორწილამდე“. მასში შემავალი პოსტები იქნება როგორც საინფორმაციო სახის, ასევე ექნება გარკვეულწილად ‘საქორწილო დღიურის” ფორმაც : )

თავიდან ვფიქრობდი, რომ გამეკეთებინა ცალკე ბლოგი, რომელიც მთლიანად საქორწინო სამზადისსა და მასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს დაეთმობოდა, თუმცა ბოლოს მაინც გადავწყვიტე აქვე მიმემაგრებინა ბლოგის თემისაგან რადიკალურად განსხვავებული კატეგორია. საქმე იმაშია, რომ როდესაც მე დამჭირდა და ჩვენს დიდებულ გუგლს რამოდენიმე (საკმაოდ მარტივი) შეკითხვა დავუსვი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მიუხედავად “გოგჩოური” ბლოგების არსებობისა, მაინც ვერ მივიღე ამომწურავი პასუხები. ვიფიქრე, რომ ჩემს დღეში კიდევ ბევრი გოგო იქნებოდა, ადრე თუ გვიან ყველა დაუწყებდა იმ პასუხებს ძებნას, რაც აუცილებელია ქორწილის ორგანიზებისას.

პოსტებს დავწერ საკუთარი გამოცდილებიდან და ყოველდღიურობიდან გამომდინარე, ვეცდები, ხშირად შეგატყობინოთ ელემენტარული სიახლეები და თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაუჩნდება, შევეცდები დავეხმარო.

ვფიქრობდი რა დემერქმია კატეგორიისათვის, რომ უფრო “ინტრიგნული” და საინტერესო ყოფილიყო, ბოლოს კი უბრალოდ “30 დღე ქორწილამდე” გადავწყვიტე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ 1 თვის განმავლობაში საქმე თავზესაყრელია, უამრავი საფიქრალი ყოველწამიერად მატულობს და ისე მოდის ქორწილის დღე, რომ ვერც კი ვამჩნევთ რამდენი თვე (ზოგი წელი) ველოდებოდით მას. გარდა ამისა, დღეს 28 მარტია და ჩემი ქორწილიც ზუსტად 1 თვეში – 28 აპრილსაა დანიშნული : )

გამიხარდება, თუ ჩვენი გამოცდილი ბლოგსფერო (და არამარტო) დაინტერესდება და ხშირი სტუმარი გახდება ჩემი პასიური ბლოგის : ))

გმადლობ ბლოგზე სტუმრობისათვის : )

აი, ახალი პოსტები კი აქ შეგიძლიათ იხილოთ

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s