Jood

გვერდი

HI : )

აქ ჩემზე უნდა ეწეროს ხო? : )) ვეცდები რაიმე საინტერესო დავწერო, ალბათ მექნება რამე მაგდაგვარი..

დავიბადე 19.05.1990-ში და მტკიცედ გადაწყდა რომ გვანცა უნდა მრქმოდა. ბავშვობაში არ მომწონდა ჩემი სახელი, მაგრამ ახლა ჯუდიც და გვანცაც ერთნაირად მიყვარს..

ვიღებ ფოტოებს და ვსწავლობ თსუ “კინო-ტელე ხელოვნებაზე” კინო რეჟისურის კუთხით. შეიძლება ძალიან ამაყად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ჩვეულებრივ ვიცხოვრო. მიყვარს მწვავე სიტუაციები (ფოტორეპორტიორობის თვალსაზრისით), მინდა გადავიღო საუკეთესო კადრები და რაღაც პატარ-პატარა ჯილდოებიც მივიღო საამისოდ. : )) სასწავლი ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ ცხოვრებით ვსწავლობთო.. ისე, ოსკარზეც არ ვიტყოდი უარს, ჰაჰ… რატომაც არა? ყველა რეჟისორს უნდა კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო. : )

გარეგნულად არც ისე სასიამოვნო ვარ. არ მაქვს მოდელის პარამეტრები და არ გამაჩნია პრინცესას ღიმილი, სასიყვარულო ურთიერთობებს თითქმის ვერასდროს ვაწყობ და შეიძლება მეგობრებზე ვიყარო ჯავრი როდესაც გაბრაზებული ვარ – ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ თავის მოთოკვა შემიძლია (კონკრეტულ სიტუაციაში).

მწამს ქრისტე, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ბუდა და საერთოდ, რელიგიები. მინდა უფრო მეტი ვიცოდე მაგიაზე (ზღაპარი შეიძლება იყოს, მაგრამ რაღაც ხომ არსებობს? : ) ), მიყვარს კითხვა მაგრამ არა ჩვეულებრივი რომანების, მაინტერესებს ის, რაც ძნელად იშოვება მაგალითად წიგნები და ენციკლოპედიები მსოფლიოს ნიშნებზე, რაღაც ამოუცნობ მოვლენებზე (ჰარი პოტერს და ბინდს არ ვგულისხმობ : ))) ))) ).

მიყვარს მუსიკა, ვუსმენ ბლუზს და 60-70იანებში ჩავრჩი, მაგრამ არ მაღელვებს ეგ ამბავი. მგონია, რომ საკმაოდ კარგი გემოვნება მაქვს მუსიკალური თვალსაზრისით. ერთ დროს ვუკრავდი დრამზე, მაგრამ ჩემი მუსიკალური კარიერა ვერ შედგა (არადა ის ის იყო გრემზე დავიწყე ოცნება :დ ), ეგ არაფერი….

დღემდე არ ვიცი ქუსლებზე სიარული, მერე რა?!.

ინი და იანს ჩემს სიმბოლოდ ვთვლი, მაინტერესებს ყველაფერი, რაც ძველ სამყაროებს ეხება, რელიგიები, კულტურა, მსოფლმხედველობა.. ვთვლი, რომ ადამიანისთვის მთავარია ფსიქოლოგიურობა (!) და ნებისმიერ რაღაცას გააჩნია ფილოსოფიური ახსნა, რომელიც ხშირად გვკიდია ხოლმე ჰეჰ..

არ ვთვლი, რომ მსუბუქი ნარკოტიკი ცუდია ადამიანისთვის. რაღაც მომენტში შეიძლება გაერთოს კიდეც : )) (ნარკოტიკს არ ვუწევ პროპაგანდას, ვგულისხმობ სოკოებს, ლსდ-ს და ა.შ.). ცხოვრებაში უნდა გაერთო მაგრამ უპირატესი ჩემთვის მაინც ფოტოებია.

და პირადი….

მიყვარს მწვანე და იასამნისფერი, მაქვს მწვანე თვალები და საერთოდ არ ვარ პრეტენზიული, უბრალოდ უნდა გამიგოთ.. : )

თუ ვინმეს უნდა, შეუძლია კომენტარიც დატოვოს.. : )


tha’s all, folks : )

 

18 thoughts on “Jood

  1. ის კომენტარი როდის ან რაზე დავტოვე კაცმა არ იცის :დ
    მოკლედ რა საინტერესო რამეები გაინტერესებს : ))) გამარობა მეც :დ

დააკომენტარე