მეჯვარეები

Standard

ბევრ ჩვენგანს ქორწილამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება მისი მეჯვარე. მეჯვარე არის ადამიანი, ვინც მთელი ცხოვრება შენს გევრდით უნდა იდგეს, ასე ვთქვათ მფარველობდეს და ჯვარს ასვამდეს ახალშეუღლებულებს.

სიტყვა “მეჯვარის” გაგონებაზე ბევრ ჩვენგანს ალბათ პატარძლის გვერდით მდგომი ლამაზ კაბაში გამოწკეპილი გოგონა წარმოუდგება, თუმცა უფროს თაობას ცოტა სხვაგვარი შეხედულება აქვს მათზე: მაგალითად, ბიჭის მეჯვარე “ჩალიჩობას” მანქანაზე, სადაც ახალდაქორწინებულები ისხდებიან, ასევე რესტორნის მუსიკის ხარჯის ნაწილიც მას ეკისრება, რომ აღარაფერი ვთქვათ ელემენტარულ საჩუქარზე. გოგოს მეჯვარე კი სადედოფლო ბუკეტს, სამკაულს და ტკბილეულს, დედოფლის ვარცხნილობასა და მაკიაჟის იღებს საკუთარ თავზე. ასევე მეჯვარეების კისერზე გადადის ჯვრისწერისა თუ ხელისმოწერის ხარჯებიც, ეკლესიის კელაპტრები, სასტუმროს ხარჯი (თუ წყვილი პირველი ღამის გატარებას სახლში არ მოინდომებს) და თუ კეთილ ნებას გამოიჩენენ სადედოფლო მაგიდის შუშხუნა ღვინოთი გაწყობაც კი.. – ასეთი სახით მოაღწია მეჯვარის “უფლება-მოვალეობებმა” დღეს ჩვენამდე.

ფილმებში ნანახი მეჯვარეები თითქოს არაფერს მსგავსს არ აკეთებენ (სამაგიეროდ ერთნაირი კაბები აცვიათ, როგორ მომწონს ^_^), თუმცა მე მაინც მგონია, Continue reading

გარდასახვა

Standard

ეხლა გადავიკითხეჩემი ძველი პოსტები. ისე, უბრალოდ შემოვიხედე ბლოგზე, დამაინტერესა ვინმე გზააბნეული ხომ არ შემოაგდო გუგლმა-მეთქი.. წავიკითე და როგორ შევცვლილვარ ამ 1 წლის განმავლობაში… მივხვდი, რომ ადამიანები თავისით არ იცვლებიან, აუცილებელია რაიმემ იმოქმედოს მათზე. ხანდახან ერთი შეხვედრაც კი საკმარისია რადიკალური ცვლილებებისათვის. პირველ ხაზში დალინკულ პოსტებში მე სიყვარულს ვეძებდი, ახლა კი დღეებს ვითვლი საქორწილო კაბის ჩაცმამდე : ) დიახ. ვიპოვე ადამიანი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ჩემი მეგზური იქნება. არა კარიერა, არა ფინანსური უზრუნველყოფა, არაფერია იმის ფასი, როცა იცი არსებობს ადამიანი, ვინც ნებისმიერ წამს შენს გევრდით გაჩნდება.

მოკლედ.. აღარ მინდა სიყვარულზე ბევრი გავაგრძელო, სათუთად პირადია ჩემთვის. ის კი ვიცი, რომ ამ ახალ წელს მარტო არ შევხვდები და ბოლოს და ბოლოს მეც გავიზიარებ იმ სიხარულს, რასაც მთელი თუ არა ნახევარი მსოფლიო ზეიმობს. მიყვარს. ვერ გადმოვცემ, არც მინდა თქმა..

ამ პოსტის  Continue reading

უჯვრო სვეტიცხოველი

Standard

დიდიხანია ვჭოჭმანობ მსგავსი შინაარსის პოსტის დაწერას, მაგრამ ეს სტატია ჩემთვის მეტად გულისამრევი აღმოჩნდა. ახლა ფეისბუქზე მედავებიან რატომ იმაზე არ ღიზიანდები ცხოველები ზოოპარკში და სახლებში რომ ყავთ გამომწყვდეულიო. იმ ცხოველებს უვლიან მაინც ან ვიღაცის სანახავად (შემეცნებითი მხარით) იყენებენ და აი ამ საცოდავი ფრინველისგან, რომელიც თავისთვის დაფრინავდა და კაციშვილს ხელს არ უშლიდა რა უნდოდათ, მართლა არ მესმის. და თან კურთხევით!!!! მხოლოდ მე მეჩენება ეს ამაზრზენად?!

ჩემი მცხეთაში ხშირი სტუმრობიდან გამომდინარე, ასევე ხშირად ვხვდები სვეტიცხოველში. მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვობიდან, რაც კი ამ ტაძრის არსებობა გავიგე მე ის უბრალოდ მიყვარს. ამ ბოლო თვეებში : ერთხელ შევედი ეკლესიაში და მომვარდა ვიღაც ქალი Continue reading

სამყარო “ჩემს” ირგვლივ (პოსტი ეგოისტებისთვის)

Standard

რადგან ამ პოსტის კითხვა დაიწყე, მაშინ ალბათ რაღაც დოზით მაინც ეგოიზმი დევს შენში. გგონია, რომ სამყარო შენს ირგვლივ ან ტრიალებს, ან უნდა იტრიალოს. შეიძლება ამას არ ამჟღავნებ სხვებთან ურთიერთობაში, მაგრამ როგორც ყველა ადამიანი ყოველთვის უფრო მეტს ითხოვ, ვიდრე გაქვს.. – შენს თავთან მაინც…

აი ავიღოთ უბრალო მაგალითი, ჩემი წინაკვირეული დაკვირვებიდან. სახლში საკმაოდ გვიან ვბრუნდებოდი. გლდანში ვცხოვრობ და ხანდახან “მარშუტკების” პრობლემაა ხოლმე, განსაკუთრებით 11 საათის მერე.. სანამ გაჩერებამდე მივიდოდი ერთი სულ ეკლებზე ვიჯექი – მარშუტკა რომ არ იყოს სახლში რით ავიდე-მეთქი. (ლოგიკურად აქ უკვე გამოიკვეთა ჩემი იმ წამისთვის ერთადერთი სურვილი – ჩავჯდე მარშუტკაში). როცა საჭირო ნომერი დავინახე, Continue reading

ქართული სტერეოტიპები (ჩვენი თაობა)

Standard

რამდენიმე დღის წინ ჯგუფელებთან ერთად მომიწია გაჩერებაზე დგომა. გაჩერების გადახურულ “სტენდზე” განცხადებებთან ერთად “JunkyBitz”-ის კონცერტის აფიშაც იყო გაკრული და ამაყად ვუთხარი ბავშვებს ჩემი ფოტოა-მეთქი. ჯგუფელმა გოგომ ზიზღით შეხედა ფოტოს და მჭერმეტყველური ფრაზა “დადო”: – ფუ, რას გვანან გოგო, რა არი ეგ! ვერ ვიტან როკერებს! ალბათ იქ მყოფი ჯგუფელი ბიჭების და გაჩერებაზე შეყუჟული ხალხის წყალობით გავატარე ეს რეპლიკა ყოველგვარი ისტერიკის და ლანძღვა-გინების გარეშე (არადა, დიდი სურვილი მქონდა, ღმერთმანი!!!).

გუშინ თსუ 5-ე კორპუსის დიად ეზოში ვიდექი კურსელებთან ერთად და საუბარი ნიჭიერზე ჩამოვარდა. მე და ერთი გოგო ლერი ბექაურის გამოსვლაზე ვსაუბრობდით, რომ როგორიცაა ეგ მისი გადასაწყვეტია, ფაქტია კარგად იცეკვა და ორიენტაციის გამო არ გაუშვეს.. ლაპარაკში ბიჭი ჩაგვერთო რომელმაც ბოლო სიტყვებით გალანძღა, აგინა და რა ვიცი, კიდე რა არსებობს ქვეყანაზე, ყველაფერი უძახა/უქნა იმ საწყალს: – მაგასთან ბავშვები რომელმა ****-მა მშობელმა უნდა მიიყვანოს რაიმეს სასწავლად, რას ისწავლიან *****სგან კარგსო და ა.შ.

ჯგუფელ გოგოს nude photography (შიშველი ნატურა) ალბომი Continue reading

პარიზული მოდა-სახლის უკან ბედნიერი ხიდი

Standard

ამ ბოლო დროს პარიზის სიყვარული განსაკუთრებით შემოვიდა მოდაში. მეც მიყვარს. ოღონდ სხვანაირად.. არა პარფიუმერულად, არა ეროტიულად, არა ეიფელურად, არა მოდურად, არა ედიტ პიაფურად, არამედ სხვაგვარად… მინდა, ერთხელ მაინც ფარდები გადავწიო და ეიფელი დავინახო, წვიმიან დღეს გარეთ გავიდე და Non, Je Ne Regrette Rien-ის ფონზე მოკლენაცრისფერშარვალიანმა, პაჯებიანმა, თეთრსაროჩკიანმა და გაცვეთილბერეტიანმა ყვავილების გამყიდველმა ბიჭმა წითელი ვარდი მაჩუქოს.

რამდენი ხანია, ბედნიერი არ ვყოფილვარ… მე მაქვს ყველაფერი, Continue reading

იანვრის ბოლო კვირა [წლის დასაწყისი]

Standard

მომეჩვენა, რომ ეს თვე ზედმეტად გაიწელა!!! თითქმის არაფერი საინტერესო… ახლა არ მახსენდება, ყოველშემთხვევაში…

გადავავლე წინა “ბოლო კვირებს” თვალი და მივხვდი, რომ არც ისე საინტერესო ცხოვრება მაქვს. არასდროს არაფერი ხდება, ერთფეროვნებაა [არადა ფერები ფერები ფერები მიყვარს…]. გამოცდებს მოვრჩი [როგორ მოვრჩი ეგ არ ვიცი, სტიპენდია მინდა ჩემი სტუდენტობის მესამე წელია უკვე, მაგრამ რატომღაც ქულებს ვერასდროს ვაგროვებ შესაფერისს..], სამსახურში ისევ ისეა საქმე, ჯგუფშიც არაფერი შეცვლილა, არც პირადში, სხვათა შორის :).

სამაგიეროდ მეგობრები მყავს კარგი : ) იკა [ძველი “ჯგუფის” ბასისტი] და დათოს [ადიტა] გამოვყოფდი. ორივე განსხვავებულია ერთმანეთისგან – იკა შტერია :))) [არ ეწყინება] საყვარელი და ბავშვური, დათო სულ სხვანაირი, ვერ აღვწერ lol. უფრო ჩემნაირია. ძალიან ახლო და ყოველთვის ყველაფერს მიგებს. არა, იკაც მიგებს :D მაგრამ აშკარა განსხვავებებია მათ შორის.. Continue reading