17 მაისი

Standard

against homophobiaრამდენიმე თვეა პოსტი არ დამიწერია, ალბათ მოუცლელობის ბრალია, მაგრამ არ შემეძლო არაფერი მეთქვა ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე. მე მყავს ბევრი მეგობარი, რომელიც ხვალ აპირებს შეუერთდეს იმ ხალხს, რომლებიც რომ დავფიქრდეთ არავის არაფერს უშავებენ. არგუმენტად ეკლესიას და სიბნელეს ის მოჰყავს, რომ ღმერთს ისინი არ შეუქმნია, რომ ბავშვებს აჩვენებენ საშინელებებს და ა.შ. ერთ-ერთი მეგობრის სტატუსის ქვეშ კი საოცარი კომენტარები წავიკითხე: თქვენ საერთოდ ეკლესიაში ნამყოფები თუ ხართ, ისინი უნდა გაწყდნენ, ნუ მეხებიან, ნუ მაჩვენებენ საკუთარ გარყვნილებას…. ბოდიში, მაგრამ 2 გოგოს კოცნას კარგად და სიამოვნებით რომ იღებთ, ეს რა, არ არის არატრადიციული ორიენტაცია?

რა იქნება, ოდესმე ღიპიანმა ქართულმა საზოგადოებამ შეიგნოს, Continue reading

Advertisements

ფულზე გაცვლილი რელიგია

Standard

რამდენიც უნდა ვეცადოთ, მაინც ვერ ავცდებით ამ თემას. რელიგიური უთანასწორობა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაშია. აი, თუნდაც ჩემს მაგალითს მოგიყვებით.

დღეს სტუმარს ველოდები. წუთი-წუთზე უნდა მოვიდეს, სამზარეულოში ჭურჭელს ვრეცხავდი, როცა კარზე კაკუნი გავიგე და “გლაზოკში” გახედვის გარეშე მომღიმარი სახით გავაღე კარი. ვიღაც 2 გამოწკეპილი გოგო დგას ხელში ბლოკონოტით:

-თუ შეიძლება რაღაც კითხვა უნდა დაგისვათ.

-????

-ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ბევრ გასაჭირს, როგორ გგონიათ ….

-ბრახან!

– კარები მივხურე და სველი ხელები გამწარებით დავიფრეთხე. ჭურჭლის რეცხვა გავაგრძელე და უცბათ დავფიქრდი – რა დამიშავა ამ 2მა გამოწკეპილმა გოგომ, რომლებიც ამ ყინვაში დადიან და “ჭეშმარიტ ღმერთზე საუბრობენ?” რა დამაკლდება ამით (თუ არ მომემატება რაიმეს გაგება). წარმოვიდგინე, კარი რომ გამეღო და რომელიმე ბუდისტი დამენახა როგორ მივიღებდი მას? ისევ მივუხურავდი კარს თუ სიამოვნებით შემოვიპატიჟებდი სახლში და უფრო მეტის გაგებას შევეცდებოდი ბუდაზე? ალბათ უფრო მეორე…

მართალია, არ მინდა აღიარება, მაგრამ მეც გარკვეულწილად იმ სტერეოტიპების მსხვერპლი ვარ, რომლებსაც ის საზოგადოება ჰქმნის, სადაც მე ძალით თუ უნებლიედ მიწევს ცხოვრება. ალბათ არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაც ბუდისტ ბერს, არც იეჰოვას მოწმეს, არც ალლაჰის მქადაგებელს არ გაუღებს კარს და ზოგიერთი არც მართლმადიდებლობის მქადაგებელთ ენდობა, მაგრამ ჩამოთვლილი მრწამსებიდან ყველაზე უარყოფითად მაინც ამ ორი გამოპრანჭული გოგონას სარწმუნოებისადმი არიან/ვართ აგრესიულად განწყობილნი.

როგორც აღვნიშნე, ამ საკითხში მეც ჩარჩოებში მოვექციე ალბათ, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ჩემს გაღიზიანებას ფულზე გაცვლილი რელიგია იწვევს, თითოეულ “მოწმეს” ხომ გარკვეული თანხის სსანაცვლოდ უწევს კარდაკარ სიარული “საქადაგოდ”…

 

სამყარო “ჩემს” ირგვლივ (პოსტი ეგოისტებისთვის)

Standard

რადგან ამ პოსტის კითხვა დაიწყე, მაშინ ალბათ რაღაც დოზით მაინც ეგოიზმი დევს შენში. გგონია, რომ სამყარო შენს ირგვლივ ან ტრიალებს, ან უნდა იტრიალოს. შეიძლება ამას არ ამჟღავნებ სხვებთან ურთიერთობაში, მაგრამ როგორც ყველა ადამიანი ყოველთვის უფრო მეტს ითხოვ, ვიდრე გაქვს.. – შენს თავთან მაინც…

აი ავიღოთ უბრალო მაგალითი, ჩემი წინაკვირეული დაკვირვებიდან. სახლში საკმაოდ გვიან ვბრუნდებოდი. გლდანში ვცხოვრობ და ხანდახან “მარშუტკების” პრობლემაა ხოლმე, განსაკუთრებით 11 საათის მერე.. სანამ გაჩერებამდე მივიდოდი ერთი სულ ეკლებზე ვიჯექი – მარშუტკა რომ არ იყოს სახლში რით ავიდე-მეთქი. (ლოგიკურად აქ უკვე გამოიკვეთა ჩემი იმ წამისთვის ერთადერთი სურვილი – ჩავჯდე მარშუტკაში). როცა საჭირო ნომერი დავინახე, Continue reading