9 დეკემბერი

Standard

DSC_69761999 წლის 9 დეკემბერი.

მივდივარ კორპუსებს შორის, ჭუჭყიანი ფანჯრებიდან სარეცხია გადმოფენილი. მეხსიერებას აგურისფერი კედლები შემორჩა. სადარბაზოს პირჩამოტეხილი კიბეები; ბევრი ხალხის სუნი და სიცხე. ვიღაცამ რიგი დამითმო.

ჩიტი გამოფრინდა, ხელი მოვაწერე, რაღაც თქვეს, ისევ იმ ხალხში და უკან, კორპუსებს შორის აღმოვჩნდი…

***

პირველად ვნახე თვითმფრინავი ახლოდან. მახსოვს ბაბუა – არ უნდოდა რომ წავსულიყავი. ვიღაცის მშობელს უფროსი ბიჭი ეხუტებოდა და ტირილით სთხოვდა მასთან დარჩენას.

დამშვიდობების ცერემონიალი კოდაკებისა და პოლაროიდის ფონზე.

გზა თვითმფრინავისკენ. პატარა, ყვითელი ჩანთა, რომელიც არ უნდა დამეკარგა!

რუსი ბორტ გამცილებლები. მხოლოდ ორი სიტყვა უცხო ენაზე – მადლობა და გამარჯობა.

***

ამხელა თოვლი არასდროს მინახავს – მუხლამდე და ძალიან მშრალი, სამწუხაროდ არც  ღამის ავტობუსიდან და არც სასტუმროს ოცდამეექვსე სართულიდან ჩანდა კარგად.

იმის შიშით, რომ დამლაგებელი ხაჭაპურებს მომპარავდა, უჯრაში დავმალე და უკან, თბილისში ჩამოტანას ვფიქრობდი.

ამიხდა თოვლში გასვლის სურვილი. უზარმაზარ, წითელ მოედანზეც გადავიღე ფოტო და აქვე რამდენიმე კილომეტრიან რიგში დავდექი. საათები გადიოდა, ხალხი არ იძვროდა, არ ირბინოთო, არ ითამაშოთო, არ იგუნდაოთო…

დიდი დარბაზი.

შუაში აღმართული შუშის კედლები წითელი, სქელი თოკებით იყო შემოსაზღვრული. ვიღაცის ხმა მკაცრად გვაფრთხილებდა არ გავჩერებულიყავით და სწრაფად გაგვევლო სასახლის წინ.

უკანა გზაზე „კოკა-კოლა“ ვიყიდე – 10 რუბლად – მახსოვს…

საღამოს თბილისს ვესაუბრე. მწუხარება გამოვთქვი Continue reading

ბლოგერებისათვის წლის “სავალდებულო” პოსტი

Standard

საერთოდ არ ვაპირებდი ბლოგზე პოსტის დაწერას რა და როგორ ხდებოდა 2011-ში, მაგრამ ახალხანს ფეისბუქზე თინის პოსტი ვიხილე და გადავწყვიტე 2 სიტყვით მოგიყვეთ.

2011 ალექსთან ზარით და ახალი წლის მილოცვით დაიწყო ქეთის სახლიდან. საკმაოდ დაძაბული ზამთარი იყო, გაურკვევლობაში გაიარა რამდენიმე თვემ. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას რომ 2011 წლის დადგომასთან ერთად სამსახურიც აღარ გამაჩნია. 2012მდე ეს დარჩა ჩემთვის ყველაზე დიდ პრობლემად.  სადაც მივედი (დავყავი რაღაც პერიოდი) არავის თანხა/დაფინანსება არ გააჩნია :( – მგონი ვიღაცამ მაგრად დამწყევლა : ))))

კარიერაში აბსოლუტური უმაქნისობა და დეპრესიის პირას ყოფნა ხდება :/

ოჯახურად.. ჰმ.. დედაჩემმა ყველაფერი დაკარგა რაც ჰქონდა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ერთმა პატარა, გაბოზანდარებულმა, გატუტუცებულმა გოგჩომ (აი ისეთმა, ტუჩებს რომ პრუწავენ ხოლმე) რომელიც დედას მეუღლის შვილია ჯერ ფული მოპარა მერე ოქროულობა. ფულის მოპარვის დროს ფაქტზე წაასწრო და თავისი პატარა და დაიფიცა მე არ ამიღიაო, პოლიციით რო დაემუქრა, მერე აღიარა და ამოიწყვიტა ყველაფერი აღარ ვიზამ მეტსო მაგრამ გავიდა რამდეინმე თვე და დედაჩემის ქორწილში ნაჩუქარი საყურეები, ოქროს/ბრილიანტის ბეჭდები, ცეპი, გიშრის კულონი, ძოწის ბეჭედი და საყურეები, ოქროს ჯვარი… – ყველაფერს დაავლო ხელი და დაახვია. მერე იყო გარჩევები, ისტერიკები, მობრძანდა ამ პატარა ქურდის დედიკო და დადო ფრაზა: “მე ვიცი ჩემი ქეთუსია როდის იპარავს, ეხლა არ მოუპარავს” – აქედან რა შთაბეჭდილება დაგრჩათ არ ვიცი.. მერე ქეთუსიას ბოიფრენდმა დამირეკა და სტრეკლა დამინიშნა, შენ და დედაშენი რაღაცებს აბრალებთ ჩემს შეყვარებულსო, იმ შეყვარებულს რომელმაც მართალია ჩემი თანდასწრებით აღიარა რო მაამმისს ფული მოპარა 14 წლისამ, მერე სახლი რო გაქურდა, მერე ბებიამისს ძველი ბრიალინტის საყურეები რო მოპარა, მერე მეზობლებს ფული და ოქროულობა რო ჩამოართვა, დედაშენს ფული ამოაცალა, მაგრამ ოქროს არ მოიპარავდა და “მოდი აბა გოგო ერთი შემხვდიო” : ))))) მოკლედ… Continue reading

The flowers of Vietnam

Standard

სახლისაკენ მიმავალ გზაზე ერთი გაჩერება მიყვარდა განსაკუთრებით. ავტობუსის ფანჯრიდან დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში შემეძლო მეყურებინა იებისა და ფერადი ვარდებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩა ყოველთვის გადატვირთული, მტვრიანი და ხმაურიანი იყო, რატომღაც ყვავილებს ეს არ ადარდებდათ – ასე მეგონა…

მართალია, ფერადი ვარდები სულაც არ იყო იმ ფერის, რომელსაც რეალურად ვხედავდი, სუნი მაინც განსხვავებული ასდიოდათ. ჩემი ავტობუსი ყოველთვის ჭუჭყიანი, წითელი და დაბერებული იყო, მაგრამ შეჩვეული ვიყავი და სულაც არ მქონდა იმის სურვილი, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ დროშის მეორეფერისფერ ტრანსპორტში ჩავმჯდარიყავი.

პანსიონში გაკვეთილებს ადრე ვამთავრებდი. შემდეგ ფსევდო მეგობრებთან რამდენიმე სრულ, ან ნახევარ საათს ვატარებდი და მოუთმენლად ველოდი დროს, როცა მარტო დარჩენა შემეძლებოდა…

ქალაქში განსაკუთრებით ერთი ბაღი მიყვარდა. Continue reading

დეკემბრის ბოლო კვირა [წლის ბოლო დღე]

Standard

მთელი წელი ველოდებით მხოლოდ ერთ წუთს. გახდება 12 საათი და მორჩა, ისევ უნდა დაიწყოს ერთ წლიანი და მინუს ერთ წუთიანი ერთი წუთის ლოდინი..

დღეს 31 დეკემბერია და მთელი მსოფლიო ერთ წუთს ელოდება – ზოგი სვაროვსკისთვლიანი ბურთის დაშვებასა და ოცნებების ფერადად მოთოვას, ზოგი ირუჯება, ზოგი გუნდაობს, ზოგი კი მხოლოდ ფანჯარასთან ზის და ფიფქების ნაცვლად წვიმის წვეთებს ითვლის რაფაზე..

სხვების მსგავსად ჩემი მწირი შემოსავლითურთ გავედი “საჩუქრებზე”  და მოფუსფუსე, დაბნეული, მოჩქარე ხალხის ლაბირინთებში აღმოვჩნდი [რაღაც დრამატულად ჟღერს :D]. თურმე რამდენი თოვლის ბაბუა დადის ჩემს გვერდით, ზოგს დიდი ბარბის სახლი აქვს ნაყიდი, ზოგს სათამაშო მატარებელი, დიდი თოჯინები.. ხვალ დილას ბავშვები რა ბედნიერები წამოხტებიან ლოგინიდან ყველაზე ადრე! მეც ასე ვიყავი მანამ, სანამ გავიგე, რომ თურმე თოვლის ბაბუა არ არსებობდა.. :( სიამრთლე რომ ვთქვა, მეწყინა და ვფიქრობ, რა ვუთხრა ჩემს შვილს [როცა/თუ მეყოლება] – მეც დავახვედრო 1 იანვარს საჩუქრები, თუ თავიდანვე ვუთხრა რომ ეს ყველაფერი არარეალურია, არ არსებობს და მე მითხრას რაც უნდა, ტუ კარგად მოიქცევა მე ვუყიდი.. რომ არ დაელოდოს ყოველ წელს კეთილ თეთრწვერას და რომ გაიზრდება არ გაუცრუვდეს იმედები?!.. ჯერ მაგაზე ფიქრი ალბათ ადრეა, ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობს თუ გავითვალისწინებთ!!!

წლის შეჯამება: Continue reading

ნოემბრის ბოლო კვირა

Standard

ყველაფერს განწყობა სჭირდება.. მათ შორის – მეც… ჩემს ნაწერებსაც, ბევრჯერ წაშლილ ნახატებსაც, შეცვლილ რითმებსაც… თურმე გრძნობებსაც…

ვცდილობდი, გამეხსენებინა, რა მოხდა ამ უკანასკნელი თვის განმავლობაში ისეთი, რაც შემეძლო დამეწერა ბლოგზე, ვითომ ვიღაცას აინტერესებს, ანაღვლებს, აფიქრებს… თურმე არაფერი. აბსოლუტური ერთფეროვნების 29 დღე. არავისთვის არაფერია მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ჩემთვის…

სამსახური, ლექციების გაცდენა, ბადურას შენიშვნები, არანაირი “ცნობა” მისგან, ისევ გიტარისტს ვეძებ…

ვიღლები ხოლმე.. განსაკუთრებით საღამოობით, როცა მინდა ვინმეს რამე ვუთხრა, როცა მინდა რომ ამჯერად არა მე მოვუსმინო, არამედ თვითონ გამიგონ სხვებმა..

Continue reading

სემ (სემისეული სიურეალიზმი)

Standard

სემისეული სიურეალიზმიშენებურია ეს ყველაფერი…..

პარიზის ნავების ბუნდოვანების სიყვითლე გიყვარს..
სიმარტოვესთან მარტო დარჩენა,
მასთან, ვნება, ალერსის განცდა…

ნაცრისფერი კორპუსის ლურჯი აივნის სიმარტოვის სახლი,
მის ჰაერთან აივანზე ჯდომა…მეც შემაყვარე…
თუმცა მანამდე უკვე

მიყვარდა…

სიმარტოვეა სიმარტივე შენი ფიქრების.

ასე მარტივად და
თანაც ძნელად რბიან დღეები..

დრო გადის,

დრო გადის და შენ პარიზში ალბათ დარჩები… Continue reading

იმ ღამეს თოვდა…. (ჩემი რეალობა)

Standard

იმ ღამეს თოვდა… მე საშინლად ვგრძნობდი თოვლის ეულ სითბოს..
მივდიოდი და ფიფქები მაცვიოდა თმებზე, სახეზე, მხრებზე, ტუჩებზე..
ჩემს მარტოობაში კი მსოფლიო ზეიმობდა… ახალ საუკუნეს, ახალ ცხოვრებას, ახალ წელს…
მარტო მივდიოდი და სად, რატომ.. ეს არ ვიცი…
მივდიოდი და სევდიანად, გულისდამწყვეტად ვიღიმოდი. ალბათ, მეც მინდოდა თოვლის ბაბუას
ახდენილი ნატვრა მოეტანა ჩემთან.. მერე მთელი წელი ველოდი თოვლის კაცს და მერე ისევ დაიწყო თოვა…
ისევ დიდი ფიფქები ცვიოდა ციდან და მე ისევ ძველებურად გამოვედი სახლიდან თეთრ ღამეში დასაკარგად.. Continue reading