ძირითადად გენდერი. და… შიდსიც….

Standard

ერთობ გაურკვეველი სათაურია, არა? ეგ არაფერი, ახლავე აგიხსნით ყველაფერს ^_^

25 ნოემბერს ფეისბუქზე ბლოგერების გვერდზე შემთხვევით წავაწყდი კონკურსსპილო ოთახშის” ლინკს/განაცხადს/ბლაბლაბლა. ჩავიკითხე, მომეწონა, გავაგზავნე… მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღე საკმაოდ მძიმე უნდა მქონოდა, იმ ღამეს გვიანობამდე ისევ სოციალურ ქსელში ვიჯექი : ))

დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი მირეკავს და მეუბნება, რომ ლიდერად შემარჩიეს და ხვალ დილის 12 საათზე ტრენინგზე უნდა მივსულიყავი, მაგრამ მე ხომ 27 ში 2 საათზე “მცხეთა-მთიანეთის რაიონულ საინფორმაციო ცენტრში” გასაუბრებაზე უნდა მივსულიყავი (უკვე მეორედ დამირეკეს, ასე ვთქვათ მეორე “შანსი” მომცეს (პირველადაც ვერ მვოახერხე მისვლა), ასე რომ ორგანიზატორს უარი ვუთხარი. შევედი ისევ კონკურსის გვერდზე და თავიდან ჩავიკითხე პირობები. შედეგად დაახლოებით 2ის წუთებზე გავაუქმებინე გასაუბრება და ისევ ორგანიზატორს დავურეკე არიქა მოვდივარ არ ამომშალოთთქო. აქაც გაუგებრობა მოხდა – თურმე უკვე სხვა ჩაუსვამთ ჩემს ადგილას.. რაღას გავაწყობდი, ერთგან უარი ვთქვი, მეორეგან ისევ უარი და დავრჩი ფორევა ელოუნივით.

მაგრამ…  Continue reading

დამი-LIKE კონკურსები და მასიური სპამომანია

Standard

ამ ბოლო დროს (რაღა ბოლოა, მაგრამ მაინც) სოციალურ ქსელში მომრავლდა “დამილაიქე” კონკურსები, რომლის წესებიც ძალიან ადვილია – ტვირთავ ფოტოს, შემდეგ კი სპამავ მეგობრებთან , მის მეგობრებთან და მისი მეგობრის მეგობრის მეგობრებთანაც კი, რომ დაგილაიქონ. შედეგად შენ ხდები ან ძალიან მაგარი “როჟა”, ან საჩუქრად იღებ უფასო პლასტიკურ ოპერაციას (რომელსაც ვინდ ა როგორ გიკეთებს კაცმა არ იცის), ან სადმე სამსახურს გპირდებიან ალბათ მაქსიმუმ 130 ლარად თვეში (ეგეც თუ გაგიმართლა).

მე გადავწყვიტე გამომერკვია, თუ რა სარგებლობა მოაქვს ამას თვითონ “კომპანიისათვის”. მაგალითისათვის ვიკითხე “თსუ სტუდენტურ თვითმმართველობაში”, თუ რატომ არიდებენ თავს თვითონ გამოარკვიონ გამარჯვებული (ამა თუ იმ ნომინაციაში). პასუხად მივიღე, Continue reading