დამეხმარეთ ბუნებასთან…

Standard

ვიფიქრე პოსტს ხვალ დავწერდი, როცა გათენდებოდა – უსაფრთხოების მიზნით, მაგრამ ამაღამ უფრო გულახდილი გამომივა, ვგონებ…

ოთახებში დიდი ხნის ბორიალის შემდეგ, გადავწყვიტე დავწოლილიყავი. ეს უკანასკნელი კი არც ისე კომფორტულია ჩემთვის – ვწვები გაშეშებული, გულხელდაკრეფილი და ჰაერს მიყურადებული. თავიდან ფეხებამდე საზაფხულო საბანში გახვეული, ჩანს მხოლოდ ცხვირი და ფართოდ გახელილი თვალები, ძილამდე როგორ მივდივარ, თვითონაც არ მესმის ხოლმე.. საქმე იმაშია, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად დგება ჩემთვის კოშმარული წამები, წუთები, საათები, თვეები მანამ, სანამ საძაგელი არსებები ზამთარში არ გაიყინებიან და რამდენიმე ღამე მაინც შევძლებ ნორმალურად ძილს. სიმართლე გითხრათ, არამგონია რაიმეს ფობია მქონდეს, მხოლოდ ლიფტში ყოფნის მეშინია, ისიც კი არ მეშინია, ჰაერი მეკვრება და მგონია საცაა ჩავვარდები, თუ კარი ოდნავ მალე ან გვიან დაიკეტა, საშინელი პანიკა მეწყება და არაფრად ვაგდებ გვერდზე მდგომის უხერხულობაში ჩავარდნას, თუმცა ეს პოსტი ლიფტებს ნაკლებად ეხება.

რამდენიმე წუთის წინ, ფეისბუქზე შეშინებული ვითხოვდი შველას, რამენაირად გავთავისუფლებულიყავი ყველანაირი მფრინავი, მცოცავი თუ მღოღავი არსების შიშ-ზიზღისაგან. დემბომ მირჩია გამეკეთებინა ის, რაც ასე ძალიან მაძრწუნებს, მაგრამ არც ისე ადვილია ბალიშზე დაბრძანებული უზარმაზარი ობობის ჩახუტება!

მე მართლა მაწუხებს, რომ არასდროს ვყოფილვარ ღია ბუნებაში, Continue reading

Advertisements

მეჯვარეები

Standard

ბევრ ჩვენგანს ქორწილამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება მისი მეჯვარე. მეჯვარე არის ადამიანი, ვინც მთელი ცხოვრება შენს გევრდით უნდა იდგეს, ასე ვთქვათ მფარველობდეს და ჯვარს ასვამდეს ახალშეუღლებულებს.

სიტყვა “მეჯვარის” გაგონებაზე ბევრ ჩვენგანს ალბათ პატარძლის გვერდით მდგომი ლამაზ კაბაში გამოწკეპილი გოგონა წარმოუდგება, თუმცა უფროს თაობას ცოტა სხვაგვარი შეხედულება აქვს მათზე: მაგალითად, ბიჭის მეჯვარე “ჩალიჩობას” მანქანაზე, სადაც ახალდაქორწინებულები ისხდებიან, ასევე რესტორნის მუსიკის ხარჯის ნაწილიც მას ეკისრება, რომ აღარაფერი ვთქვათ ელემენტარულ საჩუქარზე. გოგოს მეჯვარე კი სადედოფლო ბუკეტს, სამკაულს და ტკბილეულს, დედოფლის ვარცხნილობასა და მაკიაჟის იღებს საკუთარ თავზე. ასევე მეჯვარეების კისერზე გადადის ჯვრისწერისა თუ ხელისმოწერის ხარჯებიც, ეკლესიის კელაპტრები, სასტუმროს ხარჯი (თუ წყვილი პირველი ღამის გატარებას სახლში არ მოინდომებს) და თუ კეთილ ნებას გამოიჩენენ სადედოფლო მაგიდის შუშხუნა ღვინოთი გაწყობაც კი.. – ასეთი სახით მოაღწია მეჯვარის “უფლება-მოვალეობებმა” დღეს ჩვენამდე.

ფილმებში ნანახი მეჯვარეები თითქოს არაფერს მსგავსს არ აკეთებენ (სამაგიეროდ ერთნაირი კაბები აცვიათ, როგორ მომწონს ^_^), თუმცა მე მაინც მგონია, Continue reading

ყველამ გაიგო….

Standard

ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც საყვარელ ადამიანს ცოლობაზე თანხმობა უთხარი და აი, უკვე სამეზობლომ, სანათესაომ  და მათმა მეზობლებმაც კი უკვე იმაზე მეტი იციან, ვიდრე შენ.

ჩემს შემთხვევაში მეზობლებმა უფრო ადრე გაიგეს სიახლის შესახებ, ვიდრე მშობლებმა, ყველაფერი კი ფეისბუქზე ერთ ფოტოს მოჰყვა. სურათის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 10 დღეში მე უკვე გამათხოვეს და ლამის დამაორსულეს კიდეც. დედაჩემთან არაერთი უკმაყოფილო მეზობელი მისულა: “რატომ არ გვითხარი ქალი რომ გაათხოვეო”, ერთმა ისიც კი ინაგლა “ჰა, ეხლა, მაღარიჩს როდის კისრულობ, როდის მოვდივარ შენთან საქეიფოდო” : / შეიძლება ეს ყველაფერი იმას უნდა დავაბრალოთ, რომ “საქართველოში ვცხოვრობთ”, ან იმას, რომ “თბილისი პატარაა”, თუმცა მე მაინც მგონია, რომ არასდროს დაილევა ადამიანთა კატეგორია, რომლებიც მხოლოდ სხვისი გაჭორვით არსებობენ. მე დარწმუნებული ვარ, მათ ჩემი (ისევე როგორც ბევრი თქვენთაგანის) გაბედნიერება (?) კი არ გაუხარდათ, უბრლაოდ ერთი საათის დამატებითი სალაპარაკო თემა მიეცათ და საბოლოოდ კაცმა არ იცის რას გამოიყვანენ. სიმართლეს ვამბობ, ისეთი ადამიანები მოდიან პრეტენზიებით და ისტერიული შეკითხვებით, რომ ხანდახან მათი სახელების გახსენებაც კი მიჭირს.

ალბათ ძალიან ბევრი თქვენთაგანისათვის მოუტანია ზიანი უსაქმური მეზობლების (და ნათესავების) მომაბეზრებელ ფანტაზიას. წარმოდგენა არ მაქვს, Continue reading

ფულზე გაცვლილი რელიგია

Standard

რამდენიც უნდა ვეცადოთ, მაინც ვერ ავცდებით ამ თემას. რელიგიური უთანასწორობა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაშია. აი, თუნდაც ჩემს მაგალითს მოგიყვებით.

დღეს სტუმარს ველოდები. წუთი-წუთზე უნდა მოვიდეს, სამზარეულოში ჭურჭელს ვრეცხავდი, როცა კარზე კაკუნი გავიგე და “გლაზოკში” გახედვის გარეშე მომღიმარი სახით გავაღე კარი. ვიღაც 2 გამოწკეპილი გოგო დგას ხელში ბლოკონოტით:

-თუ შეიძლება რაღაც კითხვა უნდა დაგისვათ.

-????

-ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ბევრ გასაჭირს, როგორ გგონიათ ….

-ბრახან!

– კარები მივხურე და სველი ხელები გამწარებით დავიფრეთხე. ჭურჭლის რეცხვა გავაგრძელე და უცბათ დავფიქრდი – რა დამიშავა ამ 2მა გამოწკეპილმა გოგომ, რომლებიც ამ ყინვაში დადიან და “ჭეშმარიტ ღმერთზე საუბრობენ?” რა დამაკლდება ამით (თუ არ მომემატება რაიმეს გაგება). წარმოვიდგინე, კარი რომ გამეღო და რომელიმე ბუდისტი დამენახა როგორ მივიღებდი მას? ისევ მივუხურავდი კარს თუ სიამოვნებით შემოვიპატიჟებდი სახლში და უფრო მეტის გაგებას შევეცდებოდი ბუდაზე? ალბათ უფრო მეორე…

მართალია, არ მინდა აღიარება, მაგრამ მეც გარკვეულწილად იმ სტერეოტიპების მსხვერპლი ვარ, რომლებსაც ის საზოგადოება ჰქმნის, სადაც მე ძალით თუ უნებლიედ მიწევს ცხოვრება. ალბათ არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაც ბუდისტ ბერს, არც იეჰოვას მოწმეს, არც ალლაჰის მქადაგებელს არ გაუღებს კარს და ზოგიერთი არც მართლმადიდებლობის მქადაგებელთ ენდობა, მაგრამ ჩამოთვლილი მრწამსებიდან ყველაზე უარყოფითად მაინც ამ ორი გამოპრანჭული გოგონას სარწმუნოებისადმი არიან/ვართ აგრესიულად განწყობილნი.

როგორც აღვნიშნე, ამ საკითხში მეც ჩარჩოებში მოვექციე ალბათ, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ჩემს გაღიზიანებას ფულზე გაცვლილი რელიგია იწვევს, თითოეულ “მოწმეს” ხომ გარკვეული თანხის სსანაცვლოდ უწევს კარდაკარ სიარული “საქადაგოდ”…

 

როცა ყველაფერი ცუდადაა…

Standard

როცა ყველაფერი ცუდადაა… – პირველ რიგში არ იფიქროთ კალორიებზე და მიირთვით მინიმუმ შავი შოკოლადი, გამორთეთ სენტიმენტალური, რომანტიული და წვიმიანი სიმღერები და დაიწყეთ… :

დაფიქრდით, რატომ ფიქრობთ რომ ყველაფერი ცუდადაა, სამყარო თქვენს წინააღმდეგ შემოტრიალდა და საერთოდაც, გამოსავალი სიკვდილიც კი არ არის?! – უნივერსიტეტშია პრობლემები? შეყვარებულს ეჩხუბეთ ან საერთოდ არ გყავთ? სამსახურს ვერ შოულობთ ან საერთოდ წამოხვედით? და სულ ეს არის თქვენი პრობლემების გრძელი სია?! მაშინ გაიღიმეთ! აი ნახავთ ერთი მესიჯი, ერთი მოულოდნელი ზარი და წამში დაგავიწყდებათ ეგ “გადაუჭრელი” პრობლემები…

საკუთარ მაგალითზე გეტყვით : Continue reading

პოზიტიურად!

Standard

“მომწონს, რომ შემიძლია ვიყო სასიამოვნოდ სასაცილო” – რა შუაშია ეს სიტყვები არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ შეესაბამება დღევანდელ სიტუაციას ზოგადად – ჩემთან და სამყაროში…

დავიწყოთ იქიდან, რომ საინფორმაციო საშუალებები კვირაში ერთხელ ერთ გამოშვებას თუ დაიწყებენ სასიამოვნო ამბით. ხან ისევ მიწისძვრებია, ან რადიაციამ ჩერნობილის დონეს მიაღწია თითქმის, 2 კვირაში 5მა ქართველმა 3 თურქი მოკლა (ერთ-ერთი 11 წლის ბავშვი!!!), აგერ დღეს რომელიღაც შეშლილ ჩინელ წყვილს რძე მოუწამლია და ბავშვები დაღუპულან, მსოფლიო მიაქვს ტერაქტებს.. მოკლედ, სულ გადაირია ეს სამყარო, მესამე მსოფლიო ომის საშიშროება რომ აღარ ჩავთალოთ. საფრანგეთში ქალებისათვის ჩადრით სიარული აუკრძალავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და პროტესტის ნიშნად რამდენიმე მუსლიმმა ქვეყანა დატოვაო.. ისე, ეს კანონი მესიამოვნა კიდეც რაღაცნაირად.. ალბათ ჩემი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, მაგრამ იმ ქალსაც ხო სწამს კაცო თავისი მუჰამედი.. ნუ მოკლედ… იდარდონ საფრანგეთში მცხოვრებმა მუსლიმმა ქალებმა, მე რა.. : )) ისე, ერთ ჩადრზე არ ვიტყოდი უარს, მაინტერესებს რა მუღამი აქვს, ვინმეს თუ მოეპოვება, შეუძლია მისახსორვოს ^.^

___o___

უკანასკნელი ორი კვირაა სასტიკად Continue reading

პარიზული მოდა-სახლის უკან ბედნიერი ხიდი

Standard

ამ ბოლო დროს პარიზის სიყვარული განსაკუთრებით შემოვიდა მოდაში. მეც მიყვარს. ოღონდ სხვანაირად.. არა პარფიუმერულად, არა ეროტიულად, არა ეიფელურად, არა მოდურად, არა ედიტ პიაფურად, არამედ სხვაგვარად… მინდა, ერთხელ მაინც ფარდები გადავწიო და ეიფელი დავინახო, წვიმიან დღეს გარეთ გავიდე და Non, Je Ne Regrette Rien-ის ფონზე მოკლენაცრისფერშარვალიანმა, პაჯებიანმა, თეთრსაროჩკიანმა და გაცვეთილბერეტიანმა ყვავილების გამყიდველმა ბიჭმა წითელი ვარდი მაჩუქოს.

რამდენი ხანია, ბედნიერი არ ვყოფილვარ… მე მაქვს ყველაფერი, Continue reading