დამი-LIKE კონკურსები და მასიური სპამომანია

Standard

ამ ბოლო დროს (რაღა ბოლოა, მაგრამ მაინც) სოციალურ ქსელში მომრავლდა “დამილაიქე” კონკურსები, რომლის წესებიც ძალიან ადვილია – ტვირთავ ფოტოს, შემდეგ კი სპამავ მეგობრებთან , მის მეგობრებთან და მისი მეგობრის მეგობრის მეგობრებთანაც კი, რომ დაგილაიქონ. შედეგად შენ ხდები ან ძალიან მაგარი “როჟა”, ან საჩუქრად იღებ უფასო პლასტიკურ ოპერაციას (რომელსაც ვინდ ა როგორ გიკეთებს კაცმა არ იცის), ან სადმე სამსახურს გპირდებიან ალბათ მაქსიმუმ 130 ლარად თვეში (ეგეც თუ გაგიმართლა).

მე გადავწყვიტე გამომერკვია, თუ რა სარგებლობა მოაქვს ამას თვითონ “კომპანიისათვის”. მაგალითისათვის ვიკითხე “თსუ სტუდენტურ თვითმმართველობაში”, თუ რატომ არიდებენ თავს თვითონ გამოარკვიონ გამარჯვებული (ამა თუ იმ ნომინაციაში). პასუხად მივიღე, Continue reading

epn.ge(ახალი ამბების სააგენტო) – სახიფათოა!

Standard

ვიწყებ ამ პოსტის წერას და თავს აბსოლუტურად თავისუფლად ვგრძნობ ვინაიდან და რადგანაც ბლოგერი ვარ. მართალია ნაკლებად აქტიური და “გაქექილი” ბლოგერების სივრცე/სანაცნობოში, მაგრამ ლოგიკურად მეც მივეკუთვნები ამ უზარმაზარ სოციალურ ქსელს.

სწორედ ამიტომაც, თავს უფლებას ვაძლევ ყოველგვარი ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე, აბსოლუტურად ადამიანურ პრინციპებზე დაყრდნობილი და ინდივიდუალირი (!!!) პოსტი შემოგთავაზოთ.

ეს იყო თბილისში (ც). 2009 წელს 23 ოქტომბერს გახარებულმა დავასრულე დღე – დავიწყე ფოტორეპორტიორად მუშაობა ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსში. 2 თვე სტაჟიორად ვიქნებოდი, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში კი შტატში ჩავჯდებოდი და ხელფასიც დამენიშნებოდა, მაგრამ ოდენობა ზუსტად განსაზღვრული არ იქნებოდა იმ წამისათვის [ანუ 23 ოქტომბერს ზუსტად ვერ ემტყოდნენ რამდენი], რადგან იანვარში ბიუჯეტი თავიდან უნდა დადგენილიყო და გაიწერებოდა ფოტოგრაფის თანხაც – ასე მითხრა სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ჩხარტიშვილმა [22 წ], მთავარმა რედაქტორმა ირაკლი მანაგაძე მ [25 წ] და ფინანსისტმა თამუნა კიღურაძემ [ახლანდელი newsline.ge-ს დირექტორი]. შესანიშნავი შემოთავაზება იყო იმ მომენტში, რადგან ფოტორეპორტიორად მუშაობის სტაჟი არ გამაჩნდა მანამდე და თანაც, ვიცოდი რომ ეგრევე ხელფასზე არავინ დამსვამდა. 23-შივე გამაგზავნეს ქ-ნ სანდრა რულოვსთან, ქარვასლაში იაპონური თოჯინების გამოფენაზე მიდიოდა. გამატანეს სააგენტოს ქენონი რომლის გონზეც არ ვიყავი, მაგრამ მაინც ნორმალური ფოტოები გამოვიდა [არაჩემთვის!!!]. 25 ოქტომბერი თბილისობა უწევდა, დილას “სამსახურში” რომ მივედი ირაკლიმ მახარა – შენი 3 ფოტო რეზონანსმა იყიდაო! უბრალო სიტყვებით რო ვთქვათ, მაგრად გამიხარდა. – აი, ასე დაიწო ჩემი საექსპრესნიუსო მოღვაწეობა… გავიდა ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი… მიდის შიდა საუბრები ხელფასებზე, ხელშეკურლებებზე, გვაქვს ოცნებები პრესკარტებზე, რამენაირად რომ დავამტკიცოთ ჩვენი მართლა არსებობა ამ სააგენტოში [დაცვებთან ვგულისხმობ…]. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ისევ იმედებად რჩებოდა – )) დრონი მეფობენ და არა მეფენიო და წავიდა ყველა ჟურნალისტი ვინც კი თავიდან იყო. დავრჩით მხოლოდ მე და 2-3 კაცი ძველებიდან. შევიცვალეთ ოფისი [3ჯერ] დაგვპირდნენ პრესკარტებს [ბევრჯერ] ველოდებით ფულის გადარიცხვებს [დიდიხანია] და ასე მიდის ცხოვრება…

მოვიდა 26 მაისი – აღლუმის დღე. 25ში ღამე ნიკა ისტერიულად მირეკავს ხვალ აკრედიტაცია გაქვს გაკეთებული აღლუმი უნდა გადაიღო და 8ის ნახევარზე [დილას] იქ უნდა იყოო. კი დავიჭყანე ერთი იმ დილაუთენია რა ამაყენებს-მეთქი, მაგრამ კაი ბატონო, მივედი. რიგდება ბეჯები და რატომღაც ექსპრესნიუსის სიაში არ ვარ მე, სამაგიეროდ, 5 თვის წინ წასული ჟურნალისტების სახელები ვიპოვე!!! არ მოვერიდე არაფერს და ავტეხე ისტერიკა, დავურეკე ირაკლის, ნიკას, შენც არ მომიკვდე. უი, არ ხარ სიაში? კაი გავარკვევთ – იყო პასუხი და გავიდა ნახევარი საათი. თეონა [ჟურნალისტი] სირცხვილით სად დამალულიყო არ იცოდა, ისეთ დღეში ჩავაგდე იქაურობა. რა ვქნა, არ შემიძია ასე თუ იქცევიან!!! რასაკვირველია, ისევ მე ვიჩალიჩე ის ბეჯიც და ის აკრედიტაციაც. გადავიღე მთელი აღლუმი + ყვავილების ფესტივალი რიყეზე [სიცხეში, მზეში და მტვერში]. მე და თეონა უიმედოდ ველოდებოდით ზარს სააგენტოდან, ეგებ გვითხრან ახლა რა გავაკეთოთო. რო დაგვიკიდეს, ჩვენც დავიკიდეთ და სახლებში წამოვედით. დღემდე 26 მაისის არც ერთი ფოტო არ მოუკითხავთ – საქმიანი ადმინისტრაცია გვყავდა და.. აჰაჰ.. -))))

ოფისი ისევ შევიცვალეთ – Continue reading