ნაკურთხი ძალადობა ანუ მაგინე, მამაო

Standard

923352_373687602741554_230519163_nმართლმადი-დებილები! ნეტა მე როგორ ვერ მოვიფიქრე. კიდე ვინმე გაბედავს და მკითხავს რატომ არ დავდივარ ეკლესიაში? ან ვინმე მორიგი იდიოტი მოვა და მკითხავს რა სარწმუნოების ვარ მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ გავაზიარებ იმ უაღრესად თბილ ვიდეოს, სადაც რომელიღაც გაურკვეველი წარმომავლობის არსება (მღვდელს რომ ეძახიან) დედის გინებით და მუქარით მისდევს ხალხს? ბნელი ბრბო ხართ! მე ძალიან მრცხვენია, რომ მამა ელიზბარმა წესი აუგო იმ ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს, მე მრცხვენია, რომ მას მოწიწებით ველაპარაკებოდი ჩემი სახლის კარებთან და მრცხვენია, რომ ოდესღაც მამა დავითს აღსარებასაც კი ვაბარებდი (თუმცა როცა ყველაზე მეტად მინდოდა დახმარება გამომაგდო ამ უკანასკნელმა).

“მე ვაპროტესტებ პიდარასტების აღლუმს!” – Continue reading

Advertisements

17 მაისი

Standard

against homophobiaრამდენიმე თვეა პოსტი არ დამიწერია, ალბათ მოუცლელობის ბრალია, მაგრამ არ შემეძლო არაფერი მეთქვა ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე. მე მყავს ბევრი მეგობარი, რომელიც ხვალ აპირებს შეუერთდეს იმ ხალხს, რომლებიც რომ დავფიქრდეთ არავის არაფერს უშავებენ. არგუმენტად ეკლესიას და სიბნელეს ის მოჰყავს, რომ ღმერთს ისინი არ შეუქმნია, რომ ბავშვებს აჩვენებენ საშინელებებს და ა.შ. ერთ-ერთი მეგობრის სტატუსის ქვეშ კი საოცარი კომენტარები წავიკითხე: თქვენ საერთოდ ეკლესიაში ნამყოფები თუ ხართ, ისინი უნდა გაწყდნენ, ნუ მეხებიან, ნუ მაჩვენებენ საკუთარ გარყვნილებას…. ბოდიში, მაგრამ 2 გოგოს კოცნას კარგად და სიამოვნებით რომ იღებთ, ეს რა, არ არის არატრადიციული ორიენტაცია?

რა იქნება, ოდესმე ღიპიანმა ქართულმა საზოგადოებამ შეიგნოს, Continue reading

ქორწილის დღე

Standard

დღე აბსოლუტურად ჩვეულებრივ დაიწყო. შეგრძნება იყო თითქოს უბრალოდ რესტორანში მივდიოდი მეგობრებთან ერთად. ჯერ სახლის ლაგება იყო დილის 9 საათიდან, შემდეგ სილამაზის სალონში სამ საათიანი ვიზიტი, სახლში ძაააალიან, ძააააალიან ბევრი სტუმრის დახვედრა, საქორწილო კაბაში ჩაკვეხება და.. და ლოდინი როდის გავიდოდა სულ რაღაც ნახევარი საათი…

დააგვიანდა. სასტიკად გავბრაზდი. შევიკეტე მეჯვარეებთან ერთად ოთახში და ქაოტური გონებით მელანდებოდა მანქანის საყვირების (რა სიტყვაა ახლა ეს!) ხმა. მთელმა დღემ ისე მალე გაირბინა და ეს წუთები ისე იწელებოდა… უცებ გაფანტულად გავიგე მანქანების ხმა და კინაღამ ფანჯრიდან გადავვარდი, მეზობლებს კისრები მოეღრიცათ მესამე სართულიდან სარეცხივით გადაკიდული გამოპრანჭული პატარძლის ყურებით. ჩემმა ძალიან კარგმა მეგობარმა და ასევე ფოტოგრაფმა ეგრევე მომავალი მანქანების დაფიქსირება დაიწყო, მეჯვარეებმა დამავლეს ხელი და საძინებელში გამაქცუნეს. უცებ საუბარში გავერთე, დედაჩემი რომ შემოვიდა, ჰა, აღარ გამოდიხარო? სიტყვით ვერ აგიღწერთ, რა ხდებოდა ჩემს ისედაც პატარა მისაღებში. იმდენი ხალხი ირეოდა… თვალით ალექსს ვეძებდი და დავინახე.. თითქმის ორი წელია შეყვარებულები ვართ, მაგრამ ასეთი სხვანაირი, ასეთი უცნაური, სიმპატიური ალექსი პირველად ვნახე. გაბედნიერებული იყო რაღაცნაირად… შეუძლებელია გადმოვცე ის სიხარული და აღფრთოვანება, რაც ამ მომენტმა მომაყენა. სტუმრებმაც დამინახეს. ყველა გაჩუმდა. რამდენიმე წუთი ხმას არ იღებდნენ, როცა ერთმა მოიფიქრა დავლოცოთ ეს ადამიანებიო…

სახლიდან გასვლის დროც დადგა. Continue reading

ფულზე გაცვლილი რელიგია

Standard

რამდენიც უნდა ვეცადოთ, მაინც ვერ ავცდებით ამ თემას. რელიგიური უთანასწორობა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაშია. აი, თუნდაც ჩემს მაგალითს მოგიყვებით.

დღეს სტუმარს ველოდები. წუთი-წუთზე უნდა მოვიდეს, სამზარეულოში ჭურჭელს ვრეცხავდი, როცა კარზე კაკუნი გავიგე და “გლაზოკში” გახედვის გარეშე მომღიმარი სახით გავაღე კარი. ვიღაც 2 გამოწკეპილი გოგო დგას ხელში ბლოკონოტით:

-თუ შეიძლება რაღაც კითხვა უნდა დაგისვათ.

-????

-ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ბევრ გასაჭირს, როგორ გგონიათ ….

-ბრახან!

– კარები მივხურე და სველი ხელები გამწარებით დავიფრეთხე. ჭურჭლის რეცხვა გავაგრძელე და უცბათ დავფიქრდი – რა დამიშავა ამ 2მა გამოწკეპილმა გოგომ, რომლებიც ამ ყინვაში დადიან და “ჭეშმარიტ ღმერთზე საუბრობენ?” რა დამაკლდება ამით (თუ არ მომემატება რაიმეს გაგება). წარმოვიდგინე, კარი რომ გამეღო და რომელიმე ბუდისტი დამენახა როგორ მივიღებდი მას? ისევ მივუხურავდი კარს თუ სიამოვნებით შემოვიპატიჟებდი სახლში და უფრო მეტის გაგებას შევეცდებოდი ბუდაზე? ალბათ უფრო მეორე…

მართალია, არ მინდა აღიარება, მაგრამ მეც გარკვეულწილად იმ სტერეოტიპების მსხვერპლი ვარ, რომლებსაც ის საზოგადოება ჰქმნის, სადაც მე ძალით თუ უნებლიედ მიწევს ცხოვრება. ალბათ არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაც ბუდისტ ბერს, არც იეჰოვას მოწმეს, არც ალლაჰის მქადაგებელს არ გაუღებს კარს და ზოგიერთი არც მართლმადიდებლობის მქადაგებელთ ენდობა, მაგრამ ჩამოთვლილი მრწამსებიდან ყველაზე უარყოფითად მაინც ამ ორი გამოპრანჭული გოგონას სარწმუნოებისადმი არიან/ვართ აგრესიულად განწყობილნი.

როგორც აღვნიშნე, ამ საკითხში მეც ჩარჩოებში მოვექციე ალბათ, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ჩემს გაღიზიანებას ფულზე გაცვლილი რელიგია იწვევს, თითოეულ “მოწმეს” ხომ გარკვეული თანხის სსანაცვლოდ უწევს კარდაკარ სიარული “საქადაგოდ”…

 

უჯვრო სვეტიცხოველი

Standard

დიდიხანია ვჭოჭმანობ მსგავსი შინაარსის პოსტის დაწერას, მაგრამ ეს სტატია ჩემთვის მეტად გულისამრევი აღმოჩნდა. ახლა ფეისბუქზე მედავებიან რატომ იმაზე არ ღიზიანდები ცხოველები ზოოპარკში და სახლებში რომ ყავთ გამომწყვდეულიო. იმ ცხოველებს უვლიან მაინც ან ვიღაცის სანახავად (შემეცნებითი მხარით) იყენებენ და აი ამ საცოდავი ფრინველისგან, რომელიც თავისთვის დაფრინავდა და კაციშვილს ხელს არ უშლიდა რა უნდოდათ, მართლა არ მესმის. და თან კურთხევით!!!! მხოლოდ მე მეჩენება ეს ამაზრზენად?!

ჩემი მცხეთაში ხშირი სტუმრობიდან გამომდინარე, ასევე ხშირად ვხვდები სვეტიცხოველში. მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვობიდან, რაც კი ამ ტაძრის არსებობა გავიგე მე ის უბრალოდ მიყვარს. ამ ბოლო თვეებში : ერთხელ შევედი ეკლესიაში და მომვარდა ვიღაც ქალი Continue reading