ქართული სტერეოტიპები (ჩვენი თაობა)

Standard

რამდენიმე დღის წინ ჯგუფელებთან ერთად მომიწია გაჩერებაზე დგომა. გაჩერების გადახურულ “სტენდზე” განცხადებებთან ერთად “JunkyBitz”-ის კონცერტის აფიშაც იყო გაკრული და ამაყად ვუთხარი ბავშვებს ჩემი ფოტოა-მეთქი. ჯგუფელმა გოგომ ზიზღით შეხედა ფოტოს და მჭერმეტყველური ფრაზა “დადო”: – ფუ, რას გვანან გოგო, რა არი ეგ! ვერ ვიტან როკერებს! ალბათ იქ მყოფი ჯგუფელი ბიჭების და გაჩერებაზე შეყუჟული ხალხის წყალობით გავატარე ეს რეპლიკა ყოველგვარი ისტერიკის და ლანძღვა-გინების გარეშე (არადა, დიდი სურვილი მქონდა, ღმერთმანი!!!).

გუშინ თსუ 5-ე კორპუსის დიად ეზოში ვიდექი კურსელებთან ერთად და საუბარი ნიჭიერზე ჩამოვარდა. მე და ერთი გოგო ლერი ბექაურის გამოსვლაზე ვსაუბრობდით, რომ როგორიცაა ეგ მისი გადასაწყვეტია, ფაქტია კარგად იცეკვა და ორიენტაციის გამო არ გაუშვეს.. ლაპარაკში ბიჭი ჩაგვერთო რომელმაც ბოლო სიტყვებით გალანძღა, აგინა და რა ვიცი, კიდე რა არსებობს ქვეყანაზე, ყველაფერი უძახა/უქნა იმ საწყალს: – მაგასთან ბავშვები რომელმა ****-მა მშობელმა უნდა მიიყვანოს რაიმეს სასწავლად, რას ისწავლიან *****სგან კარგსო და ა.შ.

ჯგუფელ გოგოს nude photography (შიშველი ნატურა) ალბომი Continue reading

IREX & საია – ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში

Standard

ყველაფერი კი ასე დაიწყო….

…ჰოდა დამირეკეს… გამიხარდა.

მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 2 თვე იქნება, რაც ჩემი დილა შუადღის მინიმუმ 1 საათზე იწყება, ჩემდა გასაკვირად პარასკევს დილის 10ის ნახევარზე უკვე აირექსის ოფისში ვიყავი.

აქამდე უკვე ნაცნობი ჟურნალისტებიც იყვნენ ქართლი, თაზო, გიორგი, დარიკო… თავს უცხოდ არ ვგრძნობდი მოკლედ რომ ვთქვა : )))

დილის ათიდან საღამოს 6მდე გვიწევდა ტრენინგზე ყოფნა 3 დღის განმავლობაში.. დრომ კარგად და ხარისხიანად ჩაიარა. გავიგეთ ბევრი რამ გამოხატვის თავისუფლებას, ჩვენს უფლებებსა და ზოგად კანონმდებლობასთან დაკავშირებით (ნუ.. ჟურნალისტის გადასახედიდან : )) ).

იყო კურიოზული გამონათქვამებიც, რომლებსაც შეძლებისდაგვარად ვიწერდი და ყოველი დღის ბოლოს ფეისბუქზე ვტვირთავდი “შენიშვნის” სახით : ) აქაც შემოგთავაზებთ :

(ოღონდ კოპი/პეისტი იქნება : )) )

დღე პირველი : Continue reading