17 მაისი

Standard

against homophobiaრამდენიმე თვეა პოსტი არ დამიწერია, ალბათ მოუცლელობის ბრალია, მაგრამ არ შემეძლო არაფერი მეთქვა ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე. მე მყავს ბევრი მეგობარი, რომელიც ხვალ აპირებს შეუერთდეს იმ ხალხს, რომლებიც რომ დავფიქრდეთ არავის არაფერს უშავებენ. არგუმენტად ეკლესიას და სიბნელეს ის მოჰყავს, რომ ღმერთს ისინი არ შეუქმნია, რომ ბავშვებს აჩვენებენ საშინელებებს და ა.შ. ერთ-ერთი მეგობრის სტატუსის ქვეშ კი საოცარი კომენტარები წავიკითხე: თქვენ საერთოდ ეკლესიაში ნამყოფები თუ ხართ, ისინი უნდა გაწყდნენ, ნუ მეხებიან, ნუ მაჩვენებენ საკუთარ გარყვნილებას…. ბოდიში, მაგრამ 2 გოგოს კოცნას კარგად და სიამოვნებით რომ იღებთ, ეს რა, არ არის არატრადიციული ორიენტაცია?

რა იქნება, ოდესმე ღიპიანმა ქართულმა საზოგადოებამ შეიგნოს, Continue reading

ოჯახი – მოლოდინი და რეალობა

Standard

“დედამთილთან კარგად ხარ? თავი არავის დააჩაგვრინო, მოსვი ეგ მული ადგილზე! სახლში არაფერი გააკეთო, თვითონ დაალაგონ და საჭმელიც მარტო შენთვის გაიკეთე, ისეთები არიან დედამთილები, რომ შედიხარ ოჯახში, პირველი პერიოდი კარგად გექცევიან და მერე ყოველთვის შარს მოგიდებენ, შენი გაკეთებული თუ არ მოეწონა, ჩათვალე რომ ოჯახიდან უნდა გაგაგდოს” – ასეთია ქართული სტერეოტიპი ქმრის ოჯახსა თუ ნათესავებზე.

ჩემდა გასაკვირად, არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე გათხოვებას თუ/რომ დავაპირებდი, ოჯახში “პალაჟენია” უნდა დამემყარებინა, რომ დედდამთილთან ძალიან ცუდი ურთიერთობა უნდა მქონოდა და რომ ჩემი მული ძალიან სწერვა და აუტანელი იქნებოდა.

ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება და ისე ვხედავთ, როგორც ჩვენს გვინდა, როგორი მოლოდინიც გაქვს, ისეთივე იქნება შედეგები. საბედნიეროდ, ჩემი მეუღლის ოჯახთან ერთი წელია რაც ურთიერთობა მაქვს და ქორწილის დღეს არც მული მინახავს პირველად (შარშან ზაფხულს ერთად ვისვენებდით კიდეც, სხვათა შორის, ალექსის გარეშე : )))). დღემდე არ შემქმნია პრობლემა საერთო ენის გამონახვაზე ან საჭმლის გემრიელ-უგემურობაზე, ხდება ისე, ხშირად მეკითხებიან რა როგორ კეთდება და მე კიდე ნინოს (მული) გაკეთებული სადილი ძალიან მეგემრიელება <3.

მაინცდამაინც ჩემს ოჯახურ სიტუაციაზე და ყოველდღიურობაზე წერა არ მინდა, მაგრამ თქვენთვის მხოლოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ როგორი განწყობითაც თქვენ მოეკიდებით თქვენს მომავალ ოჯახს (თუ უბრალო ნაცნობობას), ისეთივე იქნება რეალობა. Continue reading

ქალის სილამაზე საქართველოში

Standard

რამდენიმე თვის წინ “სპილო ოთახშის” ერთ-ერთი მთავარი თემა გენდერი და საქართველოში ქალთა მიმართ დამოკიდებულება იყო. ლიდერებისთვის ჩატარებულ ტრენინგზე გულდაწყვეტილად ითქვა – “საქართველოში რატომღაც ქალებს ავალდებულებენ (!) რომ ლამაზები იყვნენ, მათ მოეთხოვებათ უნაკლოობა”. ამაზე ალბათ ბექა ბერიკაშვილის გარდა ძალიან ცოტას თუ უფიქრია. საქართველოში ქალი უნდა შეესაბამებოდეს თითქმის მისმსოფლიოს სტანდარტებს. მე არ მაქვს საუბარი მოუვლელად და ბინძურად არსებობაზე, მაგრამ ქალის სილამაზეზე დოგმის დადება ჩემი ერთობ სუბიექტური აზრით, არ უნდა არსებობდეს.

პოსტის სათაურიად მაქვს საქართველო ხსენებული იმიტომ, რომ ალბათ მხოლოდ საქართველოშია გავრცელებული აზრი – ქალი თუ გამხდარი არ არის, ის მახინჯია. ეხლა იკითხავთ რატომ გხვდება ეს ყველაფერი გულზეო, იმიტომ, რომ სულაც არ მაქვს მოდელის ფიგურა და კიდევ იმიტომ, რომ ახლა, როდესაც სულ რაღაც 22 დღე რჩება ქორწილამდე, პრობლემა შემექმნა საქორწილო კაბის არჩევაზე. დღეს უკვე საფუძვლიანად დავიარე ყველა სალონი, მოვიზომე და დავათვალიერე არაერთი კაბა, იყო ისეთები, რომლებიც მომიხდა, მომეწონა, მაგრამ დეტალები არ მაწყობდა და ა.შ. მაგრამ ახლა ამაზე არ ვწერ. 2 თუ 3 საქორწინო კაბების სალონში თითქმის ისე მომექცნენ, როგორც ჯულია რობერტს ფილმიდან “ლამაზმანი”. ერთმა ტანგიანმა გამყიდველმა ისიც კი აღნიშნა, გათხოვება რო გინდა გენაცვალე ახლა არ უნდა მოსულიყავი კაბაზე 2-3 თვით ადრე უნდა მოხვიდე და შეკვეთა მომცე თორე მკერდზე პატარა მოგივა ჩემი მოდელებიო. რამდენიმეში კი მხოლოდ მინიატურული ზომები იყო : /. ხშირად ვათვალიერებდი ინტერნეტში მოდელებს, შემდგომში ისეთი რომ შემეკერა, მაგრამ რატომღაც როგორც გამხდრებისთვის, ისევე სრული პატარძლებისთვის საკმაოდ დიდი არჩევანი იყო. ერთ რამეს მივხვდი – Continue reading

ისევ სექსზე

Standard

 ჩემს ბლოგზე შემთხვევით მოხვედრილი ადამიანებისათვის გადავწყვიტე კიდევ ერთი პოსტის დაწერა იმ თემაზე, რომელიც იმდენად აინტერესებთ, რომ დღეში 250 შემომსვლელია საძებო სიტყვებით “სექსი”, “sex in Georgia”, “სექსი ბაბუასთან”, “სექსი ბავშვებთან”, “ათი წლისამ დავიწყე სექსი” და რა ვიცი კიდევ რამდენი ასეთი..

რამდენიც უნდა ვიძახოთ ტაბუ, ქალიშვილობა და მსგავსი გაცვეთილი ფრაზები, არასდროს მოიხსნება ალბათ საქართველოში პრობლემა სახელად: “ვააა! სექსი ტო!”

მემგონი, მხოლოდ ჩენს ქვეყანში ხდება ქალი ორსულად, მაგრამ მაინც ქალიშვილი. ან 45 წლის ასაკს მიღწეული ქალბატონი, რომელიც “ქმარს ქალიშვილი უნდა ჩაბარდეს”, ან ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, რვაჯერ, ათჯერ შემცდარი უბედური საცოდავი გოგონა, რომელიც იმ საზიზღარმა და გათახსირებულმა ერთმა, ორმა, რვამ, თხუთმეტმა ბიჭმა “შეაცდინა” და ახლა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო – თხოვდება!! (ეღირსა), მაგრამ იმ უზნეოებმა ხომ შეაცდინეს და ცხოვრება დაუმახინჯეს!!! 700 ლარად კი შეუძლია “ცხოვრება თავიდან დაიწყოს” და მერე რა, თუ ერთხელ სადმე ვინმემ წამოაძახა შე იმის გა*იმულოო!!

ერთი ნაცნობი მყავს. 25 წლის გოგოა. Continue reading

ფულზე გაცვლილი რელიგია

Standard

რამდენიც უნდა ვეცადოთ, მაინც ვერ ავცდებით ამ თემას. რელიგიური უთანასწორობა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაშია. აი, თუნდაც ჩემს მაგალითს მოგიყვებით.

დღეს სტუმარს ველოდები. წუთი-წუთზე უნდა მოვიდეს, სამზარეულოში ჭურჭელს ვრეცხავდი, როცა კარზე კაკუნი გავიგე და “გლაზოკში” გახედვის გარეშე მომღიმარი სახით გავაღე კარი. ვიღაც 2 გამოწკეპილი გოგო დგას ხელში ბლოკონოტით:

-თუ შეიძლება რაღაც კითხვა უნდა დაგისვათ.

-????

-ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ბევრ გასაჭირს, როგორ გგონიათ ….

-ბრახან!

– კარები მივხურე და სველი ხელები გამწარებით დავიფრეთხე. ჭურჭლის რეცხვა გავაგრძელე და უცბათ დავფიქრდი – რა დამიშავა ამ 2მა გამოწკეპილმა გოგომ, რომლებიც ამ ყინვაში დადიან და “ჭეშმარიტ ღმერთზე საუბრობენ?” რა დამაკლდება ამით (თუ არ მომემატება რაიმეს გაგება). წარმოვიდგინე, კარი რომ გამეღო და რომელიმე ბუდისტი დამენახა როგორ მივიღებდი მას? ისევ მივუხურავდი კარს თუ სიამოვნებით შემოვიპატიჟებდი სახლში და უფრო მეტის გაგებას შევეცდებოდი ბუდაზე? ალბათ უფრო მეორე…

მართალია, არ მინდა აღიარება, მაგრამ მეც გარკვეულწილად იმ სტერეოტიპების მსხვერპლი ვარ, რომლებსაც ის საზოგადოება ჰქმნის, სადაც მე ძალით თუ უნებლიედ მიწევს ცხოვრება. ალბათ არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაც ბუდისტ ბერს, არც იეჰოვას მოწმეს, არც ალლაჰის მქადაგებელს არ გაუღებს კარს და ზოგიერთი არც მართლმადიდებლობის მქადაგებელთ ენდობა, მაგრამ ჩამოთვლილი მრწამსებიდან ყველაზე უარყოფითად მაინც ამ ორი გამოპრანჭული გოგონას სარწმუნოებისადმი არიან/ვართ აგრესიულად განწყობილნი.

როგორც აღვნიშნე, ამ საკითხში მეც ჩარჩოებში მოვექციე ალბათ, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ჩემს გაღიზიანებას ფულზე გაცვლილი რელიგია იწვევს, თითოეულ “მოწმეს” ხომ გარკვეული თანხის სსანაცვლოდ უწევს კარდაკარ სიარული “საქადაგოდ”…

 

sex in Georgia

Standard

“10 წლისამ დავიწყე სექსი” – ამ საძიებო სიტყვებით ჩემს ბლოგზე აღმოჩნდა რომელიღაც იუზერი, არ ვიცი გოგო თუ ბიჭი, მაგრამ ცოტა არ იყოს და გამაკვირვა ამ ამბავმა : ) ))

კაცმა რომ თქვას,  ჩვენს თაობას სიტყვა სექსი აღარ უკვირს (?), მაგრამ რამ უნდა აიძულოს 10 წლის ბავშვი, თოჯინებით ან ჯარისკაცებით თამაშის ნაცვლად სხვა რაღაცებით თამაშობდეს, რატომღაც ვერ ვხვდები.

ისევ ქართულ სტერეოტიპებს რომ დავუბრუნდეთ – როდის “შეიძლება” ინტიმური კავშირი, რა ასაკში და ვისთან, ამას ალბათ ისევ ჩვენი მშობლების თაობა წყვეტს. საქართველოში სექსის წინამორბედად ჯერ გაღიმება, პაემანზე წასვლა ითვლება. საერთოდ, ალბათ ასეც არის, მაგრამ დანარჩენი მსოფლიო არამგონია ამდენად ტრაგიკულად უყურებდეს ამ ამბავს. რატომღაც, წყვილს, რომელიც ერთმანეთს კოცნის – ან არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, ან ეგრევე ოჯახი უნდა შქემნას. ჩვენთან მიუღებელია ისეთი ნორმალური რამ, რასაც “ერთობლივი თანაცხოვრება ოჯახის შექმნამდე” ჰქვია. ადამიანები იხდიან 500 კაციან ღრეობებს (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით), შემდეგ მიდიან სახლში, აქვთ ასე ნანატრი “პირველი ღამე” და უცებ . Continue reading

ქართული სტერეოტიპები (ჩვენი თაობა)

Standard

რამდენიმე დღის წინ ჯგუფელებთან ერთად მომიწია გაჩერებაზე დგომა. გაჩერების გადახურულ “სტენდზე” განცხადებებთან ერთად “JunkyBitz”-ის კონცერტის აფიშაც იყო გაკრული და ამაყად ვუთხარი ბავშვებს ჩემი ფოტოა-მეთქი. ჯგუფელმა გოგომ ზიზღით შეხედა ფოტოს და მჭერმეტყველური ფრაზა “დადო”: – ფუ, რას გვანან გოგო, რა არი ეგ! ვერ ვიტან როკერებს! ალბათ იქ მყოფი ჯგუფელი ბიჭების და გაჩერებაზე შეყუჟული ხალხის წყალობით გავატარე ეს რეპლიკა ყოველგვარი ისტერიკის და ლანძღვა-გინების გარეშე (არადა, დიდი სურვილი მქონდა, ღმერთმანი!!!).

გუშინ თსუ 5-ე კორპუსის დიად ეზოში ვიდექი კურსელებთან ერთად და საუბარი ნიჭიერზე ჩამოვარდა. მე და ერთი გოგო ლერი ბექაურის გამოსვლაზე ვსაუბრობდით, რომ როგორიცაა ეგ მისი გადასაწყვეტია, ფაქტია კარგად იცეკვა და ორიენტაციის გამო არ გაუშვეს.. ლაპარაკში ბიჭი ჩაგვერთო რომელმაც ბოლო სიტყვებით გალანძღა, აგინა და რა ვიცი, კიდე რა არსებობს ქვეყანაზე, ყველაფერი უძახა/უქნა იმ საწყალს: – მაგასთან ბავშვები რომელმა ****-მა მშობელმა უნდა მიიყვანოს რაიმეს სასწავლად, რას ისწავლიან *****სგან კარგსო და ა.შ.

ჯგუფელ გოგოს nude photography (შიშველი ნატურა) ალბომი Continue reading