The flowers of Vietnam

Standard

სახლისაკენ მიმავალ გზაზე ერთი გაჩერება მიყვარდა განსაკუთრებით. ავტობუსის ფანჯრიდან დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში შემეძლო მეყურებინა იებისა და ფერადი ვარდებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩა ყოველთვის გადატვირთული, მტვრიანი და ხმაურიანი იყო, რატომღაც ყვავილებს ეს არ ადარდებდათ – ასე მეგონა…

მართალია, ფერადი ვარდები სულაც არ იყო იმ ფერის, რომელსაც რეალურად ვხედავდი, სუნი მაინც განსხვავებული ასდიოდათ. ჩემი ავტობუსი ყოველთვის ჭუჭყიანი, წითელი და დაბერებული იყო, მაგრამ შეჩვეული ვიყავი და სულაც არ მქონდა იმის სურვილი, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ დროშის მეორეფერისფერ ტრანსპორტში ჩავმჯდარიყავი.

პანსიონში გაკვეთილებს ადრე ვამთავრებდი. შემდეგ ფსევდო მეგობრებთან რამდენიმე სრულ, ან ნახევარ საათს ვატარებდი და მოუთმენლად ველოდი დროს, როცა მარტო დარჩენა შემეძლებოდა…

ქალაქში განსაკუთრებით ერთი ბაღი მიყვარდა. Continue reading

მინდა შევცვალო

Standard

მომინდა ყველაფრის საერთოდ წაშლა. მომიწია, უფრო სწორად. ცვლილებები საკუთარი თავიდან დავიწყე. სადღაც წავიკითხე “გააკეთე ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინია” და დავფიქრდი [ეგეც შემიძია, სხვათა შორის!] – ყველაზე მეტად ტკივილის მეშინია. ჯერ ფიზიკურის, სულიერს ასე თუ ისე შეჩვეული ვარ.

დასაწყისისთვის ორივე ვენა წავირთვი. შემდეგ ძვლებიდან ქვები ჩამომფხიკეს, ნარჩენებზე ახლის აშენებას აღარ დაველოდე – კიდევ მექნება ამის დრო.

წავშალე ჩემი ცხოვრების უკანასნკელი ერთი წელი [ჯერ მესიჯებით დავიწყე]. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, წარსული ისევ მაწუხებს, აწმყოში კი ჰაერში გამომკიდეს და ვერსად მივდივარ. უპოლუსო ჩრდილოეთი მგონია ხანდახან ჩემი თავი…

ზედმეტად რეალისტი ვარ.

საკუთარ  თავს არ ვაძლევ არც ოცნების, არც ბედნიერების საშუალებას [ ამ უკანასკნელს შეიძლება არც ვიმსახურებდე]. შეჩვეული ვარ ერთფეროვნებას და მეშინია სიახლეების. სასაცილოა, მაგრამ ძალიან ვგავარ ძველ ქართველ რომანტიკოსებს, გასნაკუთრებით ბარათაშვილს. არადა, სიტყვებმა “რომანტიზმი”, “რომანტიკოსი”, “რომანტიკა”, “რომანტიული” ჩვენს დროში ფასი დაკარგეს. ხშირ შემთხვევაში მოვალეობა და ბუნება ერთმანეთში ერევათ ხოლმე.

სისულელეა ეს ყველაფერი!

იმას ვამბობდი, Continue reading

ადამიანო! რას წარმოვადგენ? (ჩემებური სიურეალიზმი)

Standard

არაფერი წმინდა არ არსებობს ამ ქვეყანაზე – ხანდახან მგონია… ხანდახან ვფიქრობ, რომ იმაშიც კი დამნაშავე ვარ, რაც არ ჩამიდენია არასდროს…
მინდა რომ შევქმნა. რაიმე.
სხვებისთვის, ხალხისთვის, ჩემი თავისთვის, მეორე მესთვის…
მინდა დავხატო, დავხატო ის სამოთხე, რომელსაც მე ვხედავ ყოველ ღამე, ჩუმი ლოცვისას. მინდა გამოვიყენო ყველანაირი ღია ფერი, დავწერო მუსიკა და მისი თანხლებით ვაჩვენო მთელს მსოფლიოს, თუ რა ლამაზია სამოთხე, მაშინ როდესაც აღარაფერი გაქვს რომ იფიქრო, აღარაფერი გაქვს, რომ გეტკინოს.. როდესაც არ გაგაჩნია გრძნობები, როდესაც ყოველ წამს ეშვები დაბლა თითო საფეხურით და იმსხვრევა შენი უკანა ნაბიჯები.. მინდა ან შევქმნა, დავხატო, დავუკრა, დავწერო ისეთი რამ, რაც მიაღწევს სხვამდე, რაც გააგებინებს თუნდაც ერთს, რომ მე ვარსებობ.. ვარსებობ არა მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში, არამედ რეალურად, ადამიენების გვერდით. რომ მეც გამაჩნია ბებერი, გაცვეთილი გრძნობები..
ხანდახან ვწერ, ვწერ.. Continue reading

სემ (სემისეული სიურეალიზმი)

Standard

სემისეული სიურეალიზმიშენებურია ეს ყველაფერი…..

პარიზის ნავების ბუნდოვანების სიყვითლე გიყვარს..
სიმარტოვესთან მარტო დარჩენა,
მასთან, ვნება, ალერსის განცდა…

ნაცრისფერი კორპუსის ლურჯი აივნის სიმარტოვის სახლი,
მის ჰაერთან აივანზე ჯდომა…მეც შემაყვარე…
თუმცა მანამდე უკვე

მიყვარდა…

სიმარტოვეა სიმარტივე შენი ფიქრების.

ასე მარტივად და
თანაც ძნელად რბიან დღეები..

დრო გადის,

დრო გადის და შენ პარიზში ალბათ დარჩები… Continue reading