როგორ ჩაივლის დღე?

Standard

რაც უფრო მალე გადის დრო, მით მეტ სისულელეს ვაკეთებ.

ქორწილამდე დარჩა 2 დღე!

ბევრი მეკითხება “ნერვიულობ?” ჩემი პასუხია – არა! ხანდახან ზრდილობის გულისთვის – ხო რა ვიცი, ცოტა…  არ ვნერვიულობ, უბრალოდ ისეთ სულელ რამეებს ვაკეთებ, როგორიცაა ბოთლის თავსახურის ლეპტოპზე დაფარება, სიტყვების სახელების დავიწყება, ამ კვირაში უკვე მეორე სათვალე დამრჩა სხვა ადგილას. კიდევ კარგი, კოლექცია მაქვს მზის სატვალეების, თორემ რა მეშველებოდა : )) მგოინა, სულ გამოვშტერდი. არადა, მართლა არ ვნერვიულობ. მხოლოდ ინტერესი მაქვს გაცხოველებული რა იქნება 28 აპრილს, როგორ გათენდება, რას ვიზამ პირველად, როგორ წავალ სალონში, რას ჩავიცვამ სალონსი წასვლისას რომ თამ და მაკიაჟი არ გამიფუჭდეს, სახლში რომ ამოვალ გარეთ რა მოხდება (მეზობლების გადმოყოფილი ცხვირუკები), მეჯვარეები რომ მოვლენ, მერე კაბას გადმოვიღებ და ჩაცმას დავიწყებ და ასე მგონია ხუთი წუთივით გაიფრენს დრო 3ის 15 წუთამდე, სანამ სიძე ბატონი შემოაბიჯებს ჩემთან. ალბათ მე არ უნდა გავუღო კარები, არა?! : )) მოკლედ.. ისე მაინტერესებს რა მოხდება, თითქოს საყვარელი ფილმის შემდეგი სერიის გამოსვლას ველოდე, თითქოს ეს არ არის ჩემი ცხოვრება, სულ სხვა თვალით ვუყურებ – ბოლო-ბოლო, ყოველ დღე ხომ არ თხოვდები!! : ))) (ღმერთმა დაგვიფაროს ყველა).

აქ  მთელი რიგი დავწერე პრობლემების, რაც კაბაზე შემიქმნეს, დღეს კი ბოლო დეტალებს ამუშავებენ და ხვალ იდეალურ მდგომარეობაში ჩამბარდება.. ალბათ მომიხდება კიდეც, ჩემზე ლამაზ პატარძალს ძალიან ბევრს ვნახავ არამარტო 28ში სვეტიცხოველში, მაგრამ მინდა, რომ ეს დღე მართლა ბედნიერი იყოს..

მე არ ვნერვიულობ ისე, როგორც დედაჩემი : )) ძალიან საყვარელია, რამდენს აკეთებს ჩემთვის რომ იცოდეთ…

იცით, Continue reading

ქალის სილამაზე საქართველოში

Standard

რამდენიმე თვის წინ “სპილო ოთახშის” ერთ-ერთი მთავარი თემა გენდერი და საქართველოში ქალთა მიმართ დამოკიდებულება იყო. ლიდერებისთვის ჩატარებულ ტრენინგზე გულდაწყვეტილად ითქვა – “საქართველოში რატომღაც ქალებს ავალდებულებენ (!) რომ ლამაზები იყვნენ, მათ მოეთხოვებათ უნაკლოობა”. ამაზე ალბათ ბექა ბერიკაშვილის გარდა ძალიან ცოტას თუ უფიქრია. საქართველოში ქალი უნდა შეესაბამებოდეს თითქმის მისმსოფლიოს სტანდარტებს. მე არ მაქვს საუბარი მოუვლელად და ბინძურად არსებობაზე, მაგრამ ქალის სილამაზეზე დოგმის დადება ჩემი ერთობ სუბიექტური აზრით, არ უნდა არსებობდეს.

პოსტის სათაურიად მაქვს საქართველო ხსენებული იმიტომ, რომ ალბათ მხოლოდ საქართველოშია გავრცელებული აზრი – ქალი თუ გამხდარი არ არის, ის მახინჯია. ეხლა იკითხავთ რატომ გხვდება ეს ყველაფერი გულზეო, იმიტომ, რომ სულაც არ მაქვს მოდელის ფიგურა და კიდევ იმიტომ, რომ ახლა, როდესაც სულ რაღაც 22 დღე რჩება ქორწილამდე, პრობლემა შემექმნა საქორწილო კაბის არჩევაზე. დღეს უკვე საფუძვლიანად დავიარე ყველა სალონი, მოვიზომე და დავათვალიერე არაერთი კაბა, იყო ისეთები, რომლებიც მომიხდა, მომეწონა, მაგრამ დეტალები არ მაწყობდა და ა.შ. მაგრამ ახლა ამაზე არ ვწერ. 2 თუ 3 საქორწინო კაბების სალონში თითქმის ისე მომექცნენ, როგორც ჯულია რობერტს ფილმიდან “ლამაზმანი”. ერთმა ტანგიანმა გამყიდველმა ისიც კი აღნიშნა, გათხოვება რო გინდა გენაცვალე ახლა არ უნდა მოსულიყავი კაბაზე 2-3 თვით ადრე უნდა მოხვიდე და შეკვეთა მომცე თორე მკერდზე პატარა მოგივა ჩემი მოდელებიო. რამდენიმეში კი მხოლოდ მინიატურული ზომები იყო : /. ხშირად ვათვალიერებდი ინტერნეტში მოდელებს, შემდგომში ისეთი რომ შემეკერა, მაგრამ რატომღაც როგორც გამხდრებისთვის, ისევე სრული პატარძლებისთვის საკმაოდ დიდი არჩევანი იყო. ერთ რამეს მივხვდი – Continue reading

ყველამ გაიგო….

Standard

ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც საყვარელ ადამიანს ცოლობაზე თანხმობა უთხარი და აი, უკვე სამეზობლომ, სანათესაომ  და მათმა მეზობლებმაც კი უკვე იმაზე მეტი იციან, ვიდრე შენ.

ჩემს შემთხვევაში მეზობლებმა უფრო ადრე გაიგეს სიახლის შესახებ, ვიდრე მშობლებმა, ყველაფერი კი ფეისბუქზე ერთ ფოტოს მოჰყვა. სურათის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 10 დღეში მე უკვე გამათხოვეს და ლამის დამაორსულეს კიდეც. დედაჩემთან არაერთი უკმაყოფილო მეზობელი მისულა: “რატომ არ გვითხარი ქალი რომ გაათხოვეო”, ერთმა ისიც კი ინაგლა “ჰა, ეხლა, მაღარიჩს როდის კისრულობ, როდის მოვდივარ შენთან საქეიფოდო” : / შეიძლება ეს ყველაფერი იმას უნდა დავაბრალოთ, რომ “საქართველოში ვცხოვრობთ”, ან იმას, რომ “თბილისი პატარაა”, თუმცა მე მაინც მგონია, რომ არასდროს დაილევა ადამიანთა კატეგორია, რომლებიც მხოლოდ სხვისი გაჭორვით არსებობენ. მე დარწმუნებული ვარ, მათ ჩემი (ისევე როგორც ბევრი თქვენთაგანის) გაბედნიერება (?) კი არ გაუხარდათ, უბრლაოდ ერთი საათის დამატებითი სალაპარაკო თემა მიეცათ და საბოლოოდ კაცმა არ იცის რას გამოიყვანენ. სიმართლეს ვამბობ, ისეთი ადამიანები მოდიან პრეტენზიებით და ისტერიული შეკითხვებით, რომ ხანდახან მათი სახელების გახსენებაც კი მიჭირს.

ალბათ ძალიან ბევრი თქვენთაგანისათვის მოუტანია ზიანი უსაქმური მეზობლების (და ნათესავების) მომაბეზრებელ ფანტაზიას. წარმოდგენა არ მაქვს, Continue reading

ახალი კატეგორიის პირველი პოსტი

Standard

დავიწყებ ბანალურად და მეც ვიტყვი: “ყველა გოგო ოცნებობს საქორწილო კაბის ჩაცმაზე…” ბევრი იუარებს და იტყვის არც ქორწილი მინდა და გათხოვებაზე ცხოვრებაში არ მიფიქრიაო, მაგრამ პირადად ჩემთვის ცოტა რთული დასაჯერებელი იქნება : )) შეუძლებელია, თუნდაც ბავშვობაში არ “გაჰყოლოდით” ვინმეს ცოლად ან არ გეთქვათ რომელიმე ვარსკვლავბიჭუნაზე “მე ამის ცოლი უნდა გავხდეო”. თამაშის დროს მაინც წამოიცვამდით ალბათ ძველ ნაჭერს თავზე ვითომ ფატაა, ჩახტებოდით დედას ფეხსაცმელებში და თავი ახლადგამომცხვარი პატარძალი გეგონათ… როგორც უნდა იყოს, ერთხელ მაინც გეყვარებოდათ ცხოვრებაში ისე, რომ წარმოგედგინათ ის ბიჭი თქვენს მეუღლედ, ეს უკანასკნელი გრძნობა თუ არ გქონიათ, მაშინ თოვლის არ იყოს-და “მოვა”…

მე არ დაგიმალავთ და, . ჩემს ბავშვურ გონებაში ვხატავდი საოცნებო ქორწილს, თეთრ კაბას, ყვავილების გადაგდებას და ა.შ. ასეა თუ ისე, ყოველწუთას ვგრძნობ, რომ ქორწილის დღე არათუ რეალობად იქცა, არამედ უფრო და უფრო ახლოვდება. აქ არ დავწერ როგორ გავიცანი, როგორ შემიყვარდა და როგორი ბედნიერი წყვილი ვართ, მაგრამ პოსტის მკითხველებს ერთ რჩევას მივცემ Continue reading