ბოლო შეხვედრა

Standard

– გიყვარვარ? – როგორც იმ რუსულ სიმღერაშია, პასუხად “აგა” რომ უნდა მიიღო. ამჯერად სიჩუმე. შორიდან ისმის მანქანების ხმა, დაგუდულად და ურითმოდ ძგერს გული განაჩენის მოლოდინში.

-გიყვარვარ? – განმეორებითი შეკითხვა. პასუხი პირველივე კითხვაზე უკვე ნათელია, მხოლოდ ბეჭდის დასმაა საჭირო მეტი კონკრეტულობისათვის.

მოაჯირს დავეყრდენი და თავი ხელზე ჩამოვდე. ვიგრძენი, როგორ დაძაბულად გადიოდა დრო. წლებად მეჩენებოდა მაჯის საათის თითოეული წამი. ასე მეგონა მხოლოდ ჩემთვის მოიგონა ღმერთმა ეს დრო, რომ ყველაზე არასასურველ მომენტში დაუსრულებელი გზატკეცილივით გაიჭიმოს!

-მითხარი რამე! – Continue reading

თბილისი-სინათლის ქალაქი და დაბრუნება 90-იანებში

Standard

დაახლოებით 1 კვირის წინ იდეურად ნოსტალგიური მაგრამ წამყვანის მხრივ ამაზრზენ საავოტრო გადაცემა “პროფილში” 90-იანი წლები გაიხსენეს. უფროს თაობას (როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე) ალბათ მოეწონა და თვალზე ცრემლი მოადგა ვადრისფერხალათიანმოტანტალე მაია ასათიანის და წითელი “კერესინკის” ყურებისას, მაგრამ იცით… 90იანი წლები 2011ში კიდევ არ დამთავრებულა…

არა, იმას არ ვამბობ, რომ ისევ მმკ გვმართავს, ან სკოლებში ფეჩისათვის დამრიგებლები მოსწავლეებისაგან “შემოწირულობებს” აგროვებენ, მაგრამ უშუქობა დღესდღეობით მაინც ნერვებისმომშლელ პრობლემად რჩება…

მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ლოგიკურად მეჩვენებოდა დენის მოსვლის და წასვლის დროს დედის გინებები მეზობელი კორპუსებიდან (არც ჩემი აკლებდა). გავიზარდე და ახლაც არ დამკარგვია ზ/აღნიშნული ლოგიკურობა.

გლდანის მეექვსე მ/რ-ში ვცხოვრობ და დიდად არ მადარდებს თბილისის უბნებად დაყოფა. ერთადერთი პრობლემა ხანდახან მაშინ მექმნება, როცა სადმე ვარ და მერე ტრანსპორტზე ვღელავ მეტროდან სახლამდე როგორ ავიდეთქო, სხვა მხრივ არ ვუჩივი, პლატოს გლდანი მირჩევნია (პლატოელებთან ბოდიში : )) ), მაგრამ ახლა ჩემს აზრს ოდნავ უკან გადავწევ და რამდენიმე ფოტოს დათვალიერების ბედნიერებას მოგანიჭებთ… : ))) Continue reading

ბოლო პოსტი. Hello, 20!!!

Standard

არ მინდა გაზრდა.. ბევრი რამ დამრჩა ბავშვობაში, რის თქმასაც ვერასდროს მოვასწრებ.. არ არის აქ არც ერთი სიტყვა სენტიმენტალური ან ძალად დაწერილი, უბრალოდ მხოლოდ 1 საათი დამრჩა “თინ-ეიჯერობის” და თავს უფლებას ვაძლევ ჩემი ცხოვრება მთლიანად შევაჯამო.

დავიწყებ სულ თავიდან:

ბაბუამ გამზარდა. პირველი ეს მინდოდა დამეწერა. ვიძინებდი მხოლოდ მის ხელში და დღემდე ვამაყობ ამით. შემიძია ვთქვა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ბაბუა მყავს [ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს!]. მისი წყალობით შედარებით ადვილად გადავიტანე უ-მამ-ობა. რა იყო მე მესურვა და არ მქონოდა. სამაგიეროდ მე “ქოშები” მიმქონდა ხოლმე სახლის კარებთან ბაბუას მოსვლის დროისთვის [დაახლოებით საღამოს 5-6 საათი] დღეს იგივეს ბაბუა აკეთებს და ყოველთვის გული მტკივა, არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ არ მინდა სიბერე, უსუსურობა… არ ვიცი…. ბევრი რამ მაკავშირებს, უფრო სწორად, მთელი 20 წელი ბაბუასთან. დღეს თავისი ოთახიდან ჩუმად გამოვიდა, დამიდგა გვერდით და ხელები ოდნავ გაშალა [წეროებს რომ ვთამაშობთ ხოლმე, ისე] და მეუბნება: აი ამხელა იყავი 20 წლის წინ, მხოლოდ ჩემთან იძინებდი… – მინდოდა მეტირა ამ სიტყვების გაგონებისას. თავი შევიკავე…

ბაღშიც ბაბუამ მიმიყვანა, იქიდან გამოვყავდი, რაღცებს ყიდულობდა… მოკლედ, მისი წყალობით ასე თუ ისე ვგრძნობდი ბავშვობას…

ბაღში მეგობრებიც მყავდა   Continue reading

ერთი დღე (ყოველდღიური სიურეალიზმი)

Standard

ერთი დღემოდით ახლა ჩავატარებ აღრიცვას და ვინც არის მიპასუხოს “ვარ”

სიცივე – ვარ

ტკივილი – ვარ

ღამე – ვარ

მარტოობა – ვარ

ცრემლი – ვარ

ყვირილი – ვარ

გოდება – ვარ

მოლოდინი – ვარ

იმედგაცრუება – ვარ

კიდევ ერთი დღე – ვარ

კარგია, კარგი დასწრებაა….

ახლა ვინ არ არის: Continue reading

საყვარელს (ჩემი სიურეალიზმი)

Standard

საყვარელსგადავშალე…
ყველაფერს ვიწყებ ახალი ფურცლიდან.. უგულოთა სამეფოდან, შეყვარებულების ხეივნიდან…
ჩამომსხვრეული მინის კოშკების ნატეხებში ძნელად გაირჩევა სიყვარულის, იმედისა და მომავლის ფერები… ყველასთვის მაშველი თვითონ ვითხოვ ვინმესგან დახმარებას.. ველი მხოლოდ უკვე დაძრულ მატარებელს, კვამლისაგან გათეთრებულ ჰაერს, ლიანდაგებიდან აფრენილ მტრედებს…
სევდიანად ვუღიმი ჰაერში ვიღაცას, რომელიც არ ჩანს, მოჭუტული თვალებით ვიწმენდ ცრემლებს და მივდივარ.. ფეხებქვეშ იფშვნება ფერადი შუშები, შიშველ ფეხებში მესობა და სისხლი მომდის უმტკივნეულოდ..
ჩავედი ერთი კიბით ქვევით..
ვიღიმი… Continue reading