ყველამ გაიგო….

სტანდარტული

ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც საყვარელ ადამიანს ცოლობაზე თანხმობა უთხარი და აი, უკვე სამეზობლომ, სანათესაომ  და მათმა მეზობლებმაც კი უკვე იმაზე მეტი იციან, ვიდრე შენ.

ჩემს შემთხვევაში მეზობლებმა უფრო ადრე გაიგეს სიახლის შესახებ, ვიდრე მშობლებმა, ყველაფერი კი ფეისბუქზე ერთ ფოტოს მოჰყვა. სურათის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 10 დღეში მე უკვე გამათხოვეს და ლამის დამაორსულეს კიდეც. დედაჩემთან არაერთი უკმაყოფილო მეზობელი მისულა: “რატომ არ გვითხარი ქალი რომ გაათხოვეო”, ერთმა ისიც კი ინაგლა “ჰა, ეხლა, მაღარიჩს როდის კისრულობ, როდის მოვდივარ შენთან საქეიფოდო” : / შეიძლება ეს ყველაფერი იმას უნდა დავაბრალოთ, რომ “საქართველოში ვცხოვრობთ”, ან იმას, რომ “თბილისი პატარაა”, თუმცა მე მაინც მგონია, რომ არასდროს დაილევა ადამიანთა კატეგორია, რომლებიც მხოლოდ სხვისი გაჭორვით არსებობენ. მე დარწმუნებული ვარ, მათ ჩემი (ისევე როგორც ბევრი თქვენთაგანის) გაბედნიერება (?) კი არ გაუხარდათ, უბრლაოდ ერთი საათის დამატებითი სალაპარაკო თემა მიეცათ და საბოლოოდ კაცმა არ იცის რას გამოიყვანენ. სიმართლეს ვამბობ, ისეთი ადამიანები მოდიან პრეტენზიებით და ისტერიული შეკითხვებით, რომ ხანდახან მათი სახელების გახსენებაც კი მიჭირს.

ალბათ ძალიან ბევრი თქვენთაგანისათვის მოუტანია ზიანი უსაქმური მეზობლების (და ნათესავების) მომაბეზრებელ ფანტაზიას. წარმოდგენა არ მაქვს, Continue reading

ახალი კატეგორიის პირველი პოსტი

სტანდარტული

დავიწყებ ბანალურად და მეც ვიტყვი: “ყველა გოგო ოცნებობს საქორწილო კაბის ჩაცმაზე…” ბევრი იუარებს და იტყვის არც ქორწილი მინდა და გათხოვებაზე ცხოვრებაში არ მიფიქრიაო, მაგრამ პირადად ჩემთვის ცოტა რთული დასაჯერებელი იქნება : )) შეუძლებელია, თუნდაც ბავშვობაში არ “გაჰყოლოდით” ვინმეს ცოლად ან არ გეთქვათ რომელიმე ვარსკვლავბიჭუნაზე “მე ამის ცოლი უნდა გავხდეო”. თამაშის დროს მაინც წამოიცვამდით ალბათ ძველ ნაჭერს თავზე ვითომ ფატაა, ჩახტებოდით დედას ფეხსაცმელებში და თავი ახლადგამომცხვარი პატარძალი გეგონათ… როგორც უნდა იყოს, ერთხელ მაინც გეყვარებოდათ ცხოვრებაში ისე, რომ წარმოგედგინათ ის ბიჭი თქვენს მეუღლედ, ეს უკანასკნელი გრძნობა თუ არ გქონიათ, მაშინ თოვლის არ იყოს-და “მოვა”…

მე არ დაგიმალავთ და, . ჩემს ბავშვურ გონებაში ვხატავდი საოცნებო ქორწილს, თეთრ კაბას, ყვავილების გადაგდებას და ა.შ. ასეა თუ ისე, ყოველწუთას ვგრძნობ, რომ ქორწილის დღე არათუ რეალობად იქცა, არამედ უფრო და უფრო ახლოვდება. აქ არ დავწერ როგორ გავიცანი, როგორ შემიყვარდა და როგორი ბედნიერი წყვილი ვართ, მაგრამ პოსტის მკითხველებს ერთ რჩევას მივცემ Continue reading

მოკლედ თსუს კაცთმოყვარეობის შესახებ

სტანდარტული

Image

ზოგადად დიდად არ მიყვარს მსგავსი სისულელეები, მაგრამ ეს ნამდვილად მეტისმეტია.

შარშან ზუსტად 15 აპრილს იყო მსგავსი შემთხვევა, როდესაც თავისუფალი და სამართლიანი აზრისა და სიტყვის გამო თსუს ე.წ. თვითმმართველობამ მუშტი-კრივს მიმართა გაურკვეველი მიზეზებით. გავიდა თითქმის ერთი წელი და კვლავ იგივე განმეორდა. ზუსტ მიზეზებსა და ფაქტებზე კი რატომღაც ყოველთვის აზრები ორად იყოფა – ერთი აშკარად ჯანსაღი სტუდენტური მოძრაობები ან უბრალოდ სტუდენტები და მეორე, აშკარად დედის გინებაზე გადასული თვითმმართველობის წევრები.

თსუში უკვე მეხუთე კურსზე ვარ (საბედნიეროდ ვამთავრებ) და დიდად მიხარია, რომ სექტემბრიდან აღარ ვივლი სახელმწიფო უნივერსიტეტში არა იმიტომ, რომ მომბეზრდა სტუდენტობა (რომელიც რეალურად მხოლოდ პირველ კურსზე მქონდა ისიც ალაგ-ალაგ), არამედ იმიტომ, რომ 1500 ლარიდან 15 ლარის ცოდნა ვერ წამოვიღე, ვერ წამოვიღე გართობა და არანაირი კარგი დრო არ მაკავშირებს უნივერსიტეტთან რამდენიმე კარგი (დღემდე!!!) მეგობრის გარდა (ესენი კი ისედაც “ვატრაკებდით” თსუს გარეშე).

თუ ამ პოსტს Continue reading