დუშეთი

სტანდარტული

3რამდენიმე წელია, რაც დუშეთში სახლი ვიყიდეთ. სოფელი არ მაქვს და ქალაქთან ახლოს მშვენიერი ვარიანტი იყო. ამ სახლში ოჯახი ცხოვრობს – დედა, რომელიც მუდამ კარგ ხასიათზეა, სულ რაღაცას აცხობს, ყოველთვის მოგისმენს და დაგეხმარება ნებისმიერ რამეში და მისი სამი შვილი, რომლებსაც არაჩვეულებრივი და-ძმობა აქვთ.

თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი სადღაც, ჩემთვის უცხო ადგილას, უცხო უბანში თუნდაც წელიწადში 1 კვირით დასვენებას, მაგრამ ახლა ვზივარ აივანზე, გარეთ წვიმს, ცხელ ჩაის ვსვამ და მგონია, რომ ამაზე დიდი სიმშვიდე და სიწყნარე არსად იქნება.

პირველად ვნახე ისეთ მეზობლობა, როგორიც აქ სცოდნიათ. ისინი ერთად სვამენ ყავას, ერთად ჭამენ, ყველაფერს ერთად აკეთებენ რაც შეიძლება ოჯახში ხდებოდეს. და არ გეგონოთ მხოლოდ 2-3 მოსახლეზე მაქვს ლაპარაკი. ეს არის უბანი, რომლის მსგავსიც ალბათ არსადაა. ჩემთვის წარმოუდგენელია, 80 წლის საოცრად საყვარელმა ბებომ ჩემს შვილს საკუთარი ხელით გაკეთებული ნივთები ისე აჩუქოს, რომ მხოლოდ ეზოდან ჰყავდეს დანახული. აქ არის ხალხი, რომლებსაც მე არ ვიცნობ, მაგრამ უბოროტოდ მიღიმიან და მესალმებიან.

როცა პირველად ამოვედი სახლის სანახავად, დუშეთის ობსერვატორია, გარემო, ის ადგილი სადაც უნდა ვიცხოვრო იმ ადამიანმა გამაცნო, რომლის ხმაც ყოველ მესამე საათზე ისმის. დავდიოდი ბალახებში და ვფიქრობდი – მე ხომ ამას ჩემი ნებით არასდროს გავაკეთებდი.

ამ ზაფხულს სამი კვირის განმავლობაში დავინახე სულ სხვანაირი ადამიანები და მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ თითოეულ მათგანს, როცა მე პატრულის გამოძახებით ვიმუქრებოდი ღამის 3 საათზე ფანჯრების წინ ხმაურიანი შეკრებისათვის, დანარჩენი აქაური მაცხოვრებლები მოთინებით იტანდნენ და პრეტენზიას არ გამოთქვამდნენ ნასვამი ბიჭების ქცევის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ მათაც უფრთხობდნენ ძილის ანგელოზებს.

აქ ვნახე ბევრი ადამიანი, ერთ ოჯახად წარმოდგენილი და უზარმაზარი, მეგობრული გარემო.

დუშეთი, ეს არის ქალაქი, რომლის მაცხოვრებლებიც ამაყობენ სოსო ნარიმანიძეთი, ნუცა ბუზალაძით, “იმ ქალით, “გააცინე და მოიგეში5000 ლარი რომ მოიგო“, დათო ქაშიაშვილით და როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ კარგი და სამართლიანი პრეზიდენტით, რომელიც უშუალო და არაფრით გამორჩეული ყოფილა.

უნდა ვაღიარო, რომ ეს უცხო ადგილი, ეს სახლი, როემლიც ნელ-ნელა ინგრევა და ის დიდი, ლამაზი ხეხილიანი ეზო შეუმჩნევლად შემიყვარდა და თითქმის თვე ისე გავიდა, მოწყენა ვერ ვიგრძენი. ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ კარგი განწყობა და სასიამოვნო ატმოსფერო შეგვიქმნან მე და ჩემს ოჯახს, მადლობა მათ ამისთვის…

როგორ ჩაივლის დღე?

სტანდარტული

რაც უფრო მალე გადის დრო, მით მეტ სისულელეს ვაკეთებ.

ქორწილამდე დარჩა 2 დღე!

ბევრი მეკითხება “ნერვიულობ?” ჩემი პასუხია – არა! ხანდახან ზრდილობის გულისთვის – ხო რა ვიცი, ცოტა…  არ ვნერვიულობ, უბრალოდ ისეთ სულელ რამეებს ვაკეთებ, როგორიცაა ბოთლის თავსახურის ლეპტოპზე დაფარება, სიტყვების სახელების დავიწყება, ამ კვირაში უკვე მეორე სათვალე დამრჩა სხვა ადგილას. კიდევ კარგი, კოლექცია მაქვს მზის სატვალეების, თორემ რა მეშველებოდა : )) მგოინა, სულ გამოვშტერდი. არადა, მართლა არ ვნერვიულობ. მხოლოდ ინტერესი მაქვს გაცხოველებული რა იქნება 28 აპრილს, როგორ გათენდება, რას ვიზამ პირველად, როგორ წავალ სალონში, რას ჩავიცვამ სალონსი წასვლისას რომ თამ და მაკიაჟი არ გამიფუჭდეს, სახლში რომ ამოვალ გარეთ რა მოხდება (მეზობლების გადმოყოფილი ცხვირუკები), მეჯვარეები რომ მოვლენ, მერე კაბას გადმოვიღებ და ჩაცმას დავიწყებ და ასე მგონია ხუთი წუთივით გაიფრენს დრო 3ის 15 წუთამდე, სანამ სიძე ბატონი შემოაბიჯებს ჩემთან. ალბათ მე არ უნდა გავუღო კარები, არა?! : )) მოკლედ.. ისე მაინტერესებს რა მოხდება, თითქოს საყვარელი ფილმის შემდეგი სერიის გამოსვლას ველოდე, თითქოს ეს არ არის ჩემი ცხოვრება, სულ სხვა თვალით ვუყურებ – ბოლო-ბოლო, ყოველ დღე ხომ არ თხოვდები!! : ))) (ღმერთმა დაგვიფაროს ყველა).

აქ  მთელი რიგი დავწერე პრობლემების, რაც კაბაზე შემიქმნეს, დღეს კი ბოლო დეტალებს ამუშავებენ და ხვალ იდეალურ მდგომარეობაში ჩამბარდება.. ალბათ მომიხდება კიდეც, ჩემზე ლამაზ პატარძალს ძალიან ბევრს ვნახავ არამარტო 28ში სვეტიცხოველში, მაგრამ მინდა, რომ ეს დღე მართლა ბედნიერი იყოს..

მე არ ვნერვიულობ ისე, როგორც დედაჩემი : )) ძალიან საყვარელია, რამდენს აკეთებს ჩემთვის რომ იცოდეთ…

იცით, Continue reading

უბრალოდ არ ვიცი რა გითხრათ…

სტანდარტული

არ ვიცი საიდან დავიწყო… ბევრჯერ ვცადე ისევ დამეწერა ჩემზე ან სამყაროზე.. არ გამომდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა გრძნობებიც, აზრებიც, მაინც ვერ ვაბამდი თავს სიტყვებს. ახლა კი ვწერ მხოლოდ ჩემთვის.. არ ვიცი რისი გადმოცემა მინდა ამით. ალბათ იმ ფიქრების, რომლებიც ეხლა ტრიალებენ თავში. ბევრმა ადამიანმა წაიკითხა ჩემი ბლოგი, ბევრმა კომენტარი დატოვა აქ, ზოგმა კი პირადად მომწერა რაღაც.. საბოლოოდ კი ყველა ერთ აზრამდე მიდიოდა – რომ მე საკმაოდ კარგი ადამიანი ვარ, რომ არ უნდა დავნებდე და აუცილებლად ვიქნები ბედნიერი ოდესმე… ბანალური სიტყვები, რომლებიც ალბათ ყველა ჩვენგანმა უნდა უთხრას თუნდაც არამეგობარს. მაგრამ მაინტერესებს, რეალურად რას ფიქრობენ ადამიანები თუნდაც ჩემზე ან თუნდაც თავის ცხოვრებაზე?

ყოველთვის დგება მომენტი, როცა მე მზად ვარ დავუდგე ნებისმიერს, თუნდაც სრულიად უცნობს გვერდით. მოვუსმინო, ვურჩიო, დავეხმარო.. მაგრამ მე რატომ არ მისმენს არასდროს ვინმე , ეგ ჯერ-ჯერობით ისევ ამოუხსნელ ამოანად რჩება.

ახალ ნაცნობებში, ზოგიერთისთვის, მაგალითად უნივერსიტეტში, “რკინის Continue reading

დეკემბრის ბოლო კვირა [წლის ბოლო დღე]

სტანდარტული

მთელი წელი ველოდებით მხოლოდ ერთ წუთს. გახდება 12 საათი და მორჩა, ისევ უნდა დაიწყოს ერთ წლიანი და მინუს ერთ წუთიანი ერთი წუთის ლოდინი..

დღეს 31 დეკემბერია და მთელი მსოფლიო ერთ წუთს ელოდება – ზოგი სვაროვსკისთვლიანი ბურთის დაშვებასა და ოცნებების ფერადად მოთოვას, ზოგი ირუჯება, ზოგი გუნდაობს, ზოგი კი მხოლოდ ფანჯარასთან ზის და ფიფქების ნაცვლად წვიმის წვეთებს ითვლის რაფაზე..

სხვების მსგავსად ჩემი მწირი შემოსავლითურთ გავედი “საჩუქრებზე”  და მოფუსფუსე, დაბნეული, მოჩქარე ხალხის ლაბირინთებში აღმოვჩნდი [რაღაც დრამატულად ჟღერს :D]. თურმე რამდენი თოვლის ბაბუა დადის ჩემს გვერდით, ზოგს დიდი ბარბის სახლი აქვს ნაყიდი, ზოგს სათამაშო მატარებელი, დიდი თოჯინები.. ხვალ დილას ბავშვები რა ბედნიერები წამოხტებიან ლოგინიდან ყველაზე ადრე! მეც ასე ვიყავი მანამ, სანამ გავიგე, რომ თურმე თოვლის ბაბუა არ არსებობდა.. :( სიამრთლე რომ ვთქვა, მეწყინა და ვფიქრობ, რა ვუთხრა ჩემს შვილს [როცა/თუ მეყოლება] – მეც დავახვედრო 1 იანვარს საჩუქრები, თუ თავიდანვე ვუთხრა რომ ეს ყველაფერი არარეალურია, არ არსებობს და მე მითხრას რაც უნდა, ტუ კარგად მოიქცევა მე ვუყიდი.. რომ არ დაელოდოს ყოველ წელს კეთილ თეთრწვერას და რომ გაიზრდება არ გაუცრუვდეს იმედები?!.. ჯერ მაგაზე ფიქრი ალბათ ადრეა, ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობს თუ გავითვალისწინებთ!!!

წლის შეჯამება: Continue reading

ადამიანო! რას წარმოვადგენ? (ჩემებური სიურეალიზმი)

სტანდარტული

არაფერი წმინდა არ არსებობს ამ ქვეყანაზე – ხანდახან მგონია… ხანდახან ვფიქრობ, რომ იმაშიც კი დამნაშავე ვარ, რაც არ ჩამიდენია არასდროს…
მინდა რომ შევქმნა. რაიმე.
სხვებისთვის, ხალხისთვის, ჩემი თავისთვის, მეორე მესთვის…
მინდა დავხატო, დავხატო ის სამოთხე, რომელსაც მე ვხედავ ყოველ ღამე, ჩუმი ლოცვისას. მინდა გამოვიყენო ყველანაირი ღია ფერი, დავწერო მუსიკა და მისი თანხლებით ვაჩვენო მთელს მსოფლიოს, თუ რა ლამაზია სამოთხე, მაშინ როდესაც აღარაფერი გაქვს რომ იფიქრო, აღარაფერი გაქვს, რომ გეტკინოს.. როდესაც არ გაგაჩნია გრძნობები, როდესაც ყოველ წამს ეშვები დაბლა თითო საფეხურით და იმსხვრევა შენი უკანა ნაბიჯები.. მინდა ან შევქმნა, დავხატო, დავუკრა, დავწერო ისეთი რამ, რაც მიაღწევს სხვამდე, რაც გააგებინებს თუნდაც ერთს, რომ მე ვარსებობ.. ვარსებობ არა მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში, არამედ რეალურად, ადამიენების გვერდით. რომ მეც გამაჩნია ბებერი, გაცვეთილი გრძნობები..
ხანდახან ვწერ, ვწერ.. Continue reading