Jim Morrison-A Feast Of Friends (თარგმანი)

სტანდარტული

jim morrison ეჭვებით შეპყრობილი ვცხოვრობ უკიდურეს სამხრეთში,
სადაც მკაცრი შენობებში მონებს აქვთ ძალაუფლება.


იღბლიანი კაცები თავიანთ გარყვნილ ქალებთან ერთად
თხელ საბანს აფარებენ ჩვენს მეზღვაურებს.

უკვე ავად ვარ ამდენი ცივი სახის ყურებით,
რომლებიც კაშკაშებენ მაღალი ტელევიზორიდან.


ვაზის ქვეშ ვარდები მინდა ჩემს ბაღში,დავრგო ისინი?

სამეფო, გაწითლებული ბავშვები აბორტით უნდა შეიცვალნონ

უცნობები კი ტალახში მოაბიჯებენ.
ისინი სისხლიანი მუტანტის ლეშიები არიან,

რომლებმაც გადახნეს მცენარეები და

ახლა ამ გაპობილ ბაღში გველიან.

იცი, როგორი ფერმკრთალი და გარყვნილად ათრთოლებული
მოდის სიკვდილი უეცრად?
არ გამცნობს, არ გეგმავს და აშინებს ოჯახის სტუმარს,
რომელიც საკუთარ საწოლში შეიფარე.


სიკვდილი ყველას ანგელოზებად გვაქცევს და გვჩუქნის ფრთებს
სწორი, ყორნის ბრჭყალისმაგვარი მხრების ნაცვლად


აღარ იქნება ფული, აღარ გვექნება შესამოსელი.

სანამ მეორე მხარე გვაჩვენებს ინცესტს და

შეწყვეტს ურთიერთობას ჯანსაღ კანონთან,
მე არ წავალ
და ვამჯობინებ მეგობრების გართობას
მათ დიდ ოჯახებში.

2 thoughts on “Jim Morrison-A Feast Of Friends (თარგმანი)

  1. ყოუტუბეზე ვერ ავტვირთე ვიდეო ლიცენზიაო ტუ რაგაც ეგეტი კვერცხობა დამიწერა არადა ცემი ნახატებიტ გავაკეტე და ეს სიგმერა დავადე :|

    მყვიდეოზე კი ავტვირტე მარა ქარტველები ხო ყველაფერში ბანძები უდნა ვიყოტ და ლინკი არ იდება ტოესტ არ ისმება ვიდეო აქ

    ჰოდა აი ლინკი რავი ტუ ვინემს დააინტერესებს :|

    http://www.myvideo.ge/?video_id=661691

დააკომენტარე