ზამთრის ბოლო დღე

სტანდარტული

არც ეს თვე გამოირჩეოდა რამით სხვა დანარჩენისგან. გათენებას ვერ ვასწრებდი, რომ უცებ ღამდებოდა.. ველოდებოდი  მაინც სიახლეს – რა სულელი ვარ!!! იყო თამაშები, ვითომ რაღცები.. საბოლოოდ კი, რა საკვირველია, მხოლოდ არაფერი. მთელმა ზამთარმა თითქმის დაუნდობლად ჩაიარა.

ეგ არაფერი…

იწყებოდა მუსიკა და მე ვტოვებდი საკუთარ ფსევდო-ოთახს. ვათვალიერებდი უკვე ათასჯერ ნასწავლ კედლებს, ფიგურებს მათზე ისე, როგორც ბავშვები ღრუბლებს და ხანდახან ფანტაზიის დახმარებით ცდილობენ თეთრი ჰაერის სიმრგვალე თავიანთვის მისაღებ რაღაცას/ვიღაცას მიამსგავსონ. მე ბევრჯერ მითქვამს – ისევ ბავშვი ვარ და არ მსურს გაზრდა. დიდები ისე შორს არიან ჩემგან…

“შენ უნდა წასულიყავი, დაანგრიე ჩვენი ოცნებები. ალაგებ ბარგს და ტოვებ სახლს, მხოლოდ წასასვლელი ბილეთი გაქვს, მაგრამ ჩვენს წინ კიდევ ერთი დღეა, შემიყვარე ისე, თითქოს არ გაგვაჩნდეს ხვალინდელი დღე, მომიმწყვდიე მკლავებში და მითხარი რომ გჭირდები, ეს უკანასკნელი დამშვიდობებაა, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთი დღე გვაქვს წინ” – ამ სიტყვებზე [სიმღერაზე] ერთი ჩემი საყვარელი ადამიანი მახსენდება ხოლმე.. “შემიყვარე ისე, თითქოს არ გვქონდეს მომავალი, მომიმწყვდიე მკლავებში და მითხარი, რომ გჭირდები..” სიმღერის მოსმენასავით ადვილი იყოს, ნეტა ყველაფერი.

საშინელი ხასიათი მაქვს – ვარ საოცრად ერთგული, მწყინს პატარა რაღაცაც საყვარელი ადამიანისგან [არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ] ვარ ყურადღებიანი და ამ აუტანელი თვისებების გამო შუშასავით ვრჩები! – როგორია შუშა? – მკითხავთ. გატეხეთ ბნელ ფონზე და ჩაიხედეთ ნამსხვრევებში!

ეგეც გაივლის… “ჩვენ დავიბადეთ მხოლოდ იმისთვის, რომ უფრო თავისუფლები ვიყოთ, შემიყავრე ისე, თითქოს არ გვქონდეს ხვალინდელი დღე…”

საკუთარი სტილი ვიპოვე მხოლოდ ფერწერაში – ჯერ ვხატავ, მერე კი ყველა ფერს ვურევ ერთმანეთში და შემდეგ ვცდილობ პირვანდელი სახიდან რამე გამოვაჩინო – საინტერესოა, ღმერთმანი!!! ასე შეიქმნა “ქიმიური მტვერი”. დიდი ვერაფერი. უბრალოდ მიხარია.

მაინტერესებს იმათი აზრი, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს [ხოლმე]. სულ მაწუხებს ეს კითხვა და ვცადე პასუხის მიღება თქვენგან, მაგრამ რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ვერ მოხერხდა: – როგორი ვარ მე? ვინ ვარ მე? საერთოდ, რატომ ვარ მე?

ერთი შეშლილი მაინც ხომ უნდა იყოს, ამდენ ჭკვიანში… მაგრამ მე სულაც არ ვთვლი, რომ გიჟი ვარ.. არაფერი მჭირს სამაგისო!!! აგერ, უკვე გაზაფხულია, ხომ იცით, ვინმე უნდა გიყვარდესო გაზაფხულზე.. – ნათქვამია… მე კიდე ვინმე არ მიყვარს!!! რატომღაც, ყველა ერთნაირად მიყვარს.. მიზეზს ვერ ვგებულობ….

“ძალიან ადვილია, დახუჭო თვალები.. ძალიან ადვილია ატკინო სხვას გული, მაგრამ მე ვიცი, ეს კავშირია ჩვენ ორს შორის – ვიყო ახლოს სიგიჟესთან და ვიყო ახლოს შენთან…”

1 thoughts on “ზამთრის ბოლო დღე

დააკომენტარე